ვაგინიზმი - მისი გამომწვევი მიზეზები
ვაგინიზმი - მისი გამომწვევი მიზეზები
allmedic
ვაგინიზმი - მისი გამომწვევი მიზეზები
ვაგინიზმი - მისი გამომწვევი მიზეზები
ვაგინიზმი - მისი გამომწვევი მიზეზები

ვაგინიზმი ქალის პათოლოგიური მდგომარეობაა, როცა საშოს შესავლის კუნთები უნებლიედ, რეფლექსურად იკუმშება და სქესობრივი კავშირის დამყარებას შეუძლებელს ხდის. ვაგინიზმის რამდენიმე ხარისხი არსებობს და მისი გამომწვევი მიზეზებიც სხვადასხვაა.

   I  ხარისხის ვაგინიზმის დროს კუნთების შეკუმშვა საშოში სასქესო ორგანოს ან რომელიმე გინეკოლოგიური ინსტრუმენტის შეყვანის დროს ხდება;

   II ხარისხის შემთხვევაში რეაქცია იწყება სასქესო ორგანოს ან გინეკოლოგიური ინსტრუმენტის შეხების ან შეხების მოლოდინის დროს;

   III ხარისხის დროს რეაქცია იწყება სქესობრივი აქტის წარმოდგენის შემთხვევაშიც კი. ვაგინიზმის მქონე ქალებს არ შეუძლიათ, აკონტროლონ სპაზმი. ეს პროცესი შეიძლება შევადაროთ თვალების ხამხამს, როდესაც თვალში რაღაც გვივარდება.

გამომწვევი მიზეზები:

  • საქალწულე აპკის დარღვევის შიში;
  • გაუპატიურება;
  • უხეში დეფლორაცია;
  • უხეში გინეკოლოგიური გასინჯვა;
  • ფსიქიკური ან სასქესო ორგანოების ტრამვა.

ვაგინიზმი სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას ვლინდება და იგი პარტნიორთან არაა დაკავშირებული. ვაგინიზმი მხოლოდ ქალის პრობლემაა.

 

ვაგინიზმი და ფეხმძიმობა

 ვაგინიზმის დროს ხშირად სუროგატული სქესობრივი აქტი მიმდინარეობს და შეიძლება, ქალმა ორგაზმიც კი განიცადოს (არა სქესობრივი აქტის გზით, არამედ მოფერების ხარჯზე.) თქვენ წარმოიდგინეთ, ვაგინიზმის დროს არც ქალის დაფეხმძიმებაა გამორიცხული, თუ საშოს კარიბჭესთან თესლდანთხევა მოხდა. თუმცა, დაფეხმძიმების შემთხვევაშიც კი ასეთი ქალები ხშირად არა თუ სექსზე, არამედ გინეკოლოგიურ გასინჯვაზეც კი ამბობენ უარს და ექიმები იძულებული ხდებიან, ისინი საკეისრო კვეთით ამშობიარონ.

 

ვაგინიზმის მოსაზღვრე მდგომარეობები

ვაგინიზმის მოსაზღვრე მდგომარეობებია - ფსევდოვაგინიზმი და კოიტოფობია, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგვერიოს ვაგინიზმში. ფსევდოვაგინიზმის დროს, საშოსა და მცირე მენჯის ღრუს კუნთების მტკივნეული შეკუმშვები სასქესო სისტემის ანომალიებისა და სხვადასხვა დაავადებების გამო ვითარდება. კოიტოფობიის შემთხვევაში კი სქესობრივი აქტის შიში შეუძლებელს ხდის ვაგინალურ სექსს. ვაგინიზმის მოსაზღვრე მდგომარეობები ქალისა და მამაკაცის მხრიდან სასქესო ორგანოების ანატომიის უცოდინრობით გამოწვეული არასწორი მოპყრობის გამო ვითარდება და როგორც წესი, პრობლემა ექიმის ერთჯერადი ჩარევით გვარდება.

პარტნიორის როლი ვაგინიზმის დაძლევაში

სქესობრივი აქტის დაწყებამდე კარგი იქნება ხანგრძლივი პრელუდია, რათა ქალი კარგად აღიგზნოს და სათანადოდ მოდუნდეს. პრელუდიის დროს მამაკაცი უნდა იყოს ნაზი და აკურატული, რადგან ოდნავი უხეში მოძრაობაც კი შესაძლოა, პარტნიორის დაფრთხობის მიზეზი გახდეს. თუ სქესობრივი აქტი მაინც ვერ შედგა, მამაკაცმა მოთმინება უნდა გამოიჩინოს და რამოდენიმე ხნის შემდეგ ისევ ნაზად და აკურატულად სცადოს ქალის დაყოლიება. თუ დაიყოლია და ნორმალური სქესობრივი აქტი შედგა, უმეტესწილად  მომდევნო სექსის დროს ვაგინიზმი აღარ მეორდება. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ქალს ვერანაირი პრელუდია ვერ შველის. ასეთი მდგომარეობისას წყვილმა დრო არ უნდა დაკარგოს და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, აუცილებლად ექიმ-სექსოლოგს მიმართოს, თორემ ვაგინიზმის პრობლემა შეიძლება, წლებიც კი გაგრძელდეს. სამწუხაროდ, ბევრი ვერც კი ხვდება, რა ხდება მის თავს, ბევრი ეგუება სიტუაციას, ბევრს კი ამ თემაზე საუბარი უხერხულად მიაჩნია.

 

როგორ ხდება ვაგინიზმის დიაგნოსტიკა?

ვაგინიზმის დიაგნოსტიკა დაფუძნებულია გულდასმით შეგროვილ ანამნეზზე.

allmedic