
რა არის ფიმოზი?
ფიმოზი ეწოდება ჩუჩის იმგვარ შევიწროებას, როდესაც მისი ასოს თავზე ბოლომდე გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა შეუძლებელია.
ახალშობილი ვაჟების უმრავლესობას ჩუჩა შევიწროებული აქვს (რაც განპირობებულია ასოს თავზე მისი მიწებებით), თუმცა ეს დაბადებიდან გარდატეხის ასაკის ჩათვლით პათოლოგიად არ ითვლება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ფიმოზის დიფერენცირება.
გამოყოფენ ფიმოზის ორ ფორმას: ჰიპერტროფიულს (რომელიც ჩუჩის თანდაყოლილ დაგრძელებასა და შევიწროებას წარმოადგენს და მის ქვეშ ადვილად ვითარდება მორეციდივე ანთება, რაც შარდვის დარღვევებსა და პრეპუციური პარკის ზომების გადიდებას იწვევს.) და ატროფიულს (როცა ჩუჩის შევიწროება ხდება ასაკობრივი ატროფიის, სკლეროდერმიის ან ქრონიკული ბალანიტის დროს).
სტადიები
განარჩევენ ფიმოზის ოთხ სტადიას:
I სტადია – როდესაც ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა მხოლოდ არაერეგირებულ მდგომარეობაშია შესაძლებელი, ხოლო ერექციის დროს გაძნელებული და მტკივნეულია;
II სტადია – ასოს თავის გამოჩენა არაერეგირებულ მდგომარეობაშიც გაძნელებულია, ერექციის დროს კი ასოს თავის გამოჩენა საერთოდ არ ხერხდება;
III სტადია – ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა საერთოდ შეუძლებელია, ან არაერეგირებულ მდგომარეობაში მისი მხოლოდ ოდნავ გადაწევა ხერხდება;
IV სტადია – ასოს თავის გამოჩენა იმდენად შეუძლებელია, რომ ამის გამო შარდის გამოყოფაც კი ძნელდება (შარდი მხოლოდ წვეთწვეთად, გაჭირვებით ახერხებს გადმოდინებას).
სიმპტომები და გართულებები
როგორც მოგახსენეთ, ფიმოზის მთავარ სიმპტომს ჩუჩის შევიწროება წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, მთელ რიგ დამატებით პრობლემებს იწვევს:
ხშირად ბალანოპოსტიტს ინფექციის აღმავალი გზით გავრცელებაც მოჰყვება, რაც შარდსადენი მილისა და შარდის ბუშტის ანთებით დაავადებებს იწვევს.
სწორედ ამ დამატებითი პრობლემებიდან გამომდინარე, პაციენტს ჩუჩის შევიწროებასთან ერთად აწუხებს:
გარდა ამისა, ფიმოზმა ასოს თავის ან ჩუჩის ნეკროზი (კვდომა) ან ასოს კიბო (ჰიგიენის არასრული დაცვისგან გამომდინარე) გამოიწვიოს.
ზრდასრულ პაციენტებს (სქესობრივი აქტისას ტკივილის მოლოდინის ფონზე) შესაძლოა, პოტენციის დაქვეითებაც განუვითარდეთ.
გამომწვევი მიზეზები
ფიმოზი შეიძლება გამოიწვიოს:
დაავადების განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური წინასწარგანწყობაც.
მკურნალობა
სიცოცხლის პირველ წლებში, თუ ფიზიოლოგიური ფიმოზი სერიოზულ პრობლემებს არ ქმნის (მაგ., შარდის შეკავება, ჩუჩის ანთების განვითარება და ა.შ.), მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა გართულებების თავიდან ასაცილებლად მშობელმა ბავშვი აუცილებლად უნდა აჩვენოს ბავშვთა უროლოგს.
რაც შეეხა ფიმოზის მკურნალობის მეთოდებს, ყველაზე ეფექტური მეთოდია – ქირურგიული ოპერაცია, რაც ცირკუმციზიას ანუ ჩუჩის მოკვეთას ითვალისწინებს. განასხვავებენ სრულ და არასრულ ცირკუმციზიას, რაც ჩუჩის სრულად ან ნაწილობრივ მოკვეთას გულისხმობს.