
საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფცია ანუ სპირალი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რადგანაც ის მექანიკური პრინციპით მუშაობს და ორგანიზმზე არანაირი ზეგავლენა არ აქვს. იგი პატარა, 2,5 სმ-იანი T-ს ფორმის მოწყობილობაა, რომელიც საშოში თავსდება. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია _ სპერმატოზოიდი მიყვება სპირალს და შემდეგ ისევ ქვემოთ ჩამოდის, სპირალი მას პრაქტიკულად წრეზე ატრიალებს, რის გამოც ის ვერ აღწევს მილებში და ჩასახვის პროცესი ფერხდება
სპირალი სამი წლის ვადით ისმება საშვილოსნოში, ამის შემდეგ ქალს ისევ შეუძლია დაფეხმძიმება. სურვილის შემთხვევაში შესაძლოა სპირალი ისევ ჩაისვას ქალმა, ოღონდ შუალედი პროცედურებს შორის მინიმუმ ექვსი თვე მაინც უნდა იყოს.
საშვილოსნოს შიდა სპირალის ჩადგმის ტექნიკა
1. ასეპტიურ პირობებში უნდა ჩაიდგას ვაგინალური სარკე, დამუშავდეს მადეზინფიცირებელი საშუალებით საშვილოსნოს ყელი და გინეკოლოგიური პინცეტით გადაიწიოს საშვილოსნოს ყელის წინა ბაგე;
2. საშვილოსნოს ზონდის საშუალებით იზომება საშვილოსნოს ღრუს სიგრძე;
3. სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით იდგმება საშვილოსნოსშიდა სპირალი ღრუში;
- საშვილოსნოს ზონდით კეთდება საკონტროლო გამოკვლევა, რომ დაზუსტდეს სწორად არის ჩადგმული საშვილოსნოსშიდა სპირალი თუ არა;
- საშვილოსნოსშიდა სპირალის ძაფები უნდა მოჭრან 2 – 3 სმ სიგრძეზე;
- ხსნიანს გინეკოლოგიურ პინცეტს და საშვილოსნოს ყელს კიდევ ერთხელ ამუშავებენ მადეზინფიცირებელი საშუალებით.
საშვილოსნოს შიდა სპირალის ამოღების ტექნიკა
საშვილოსნოს ყელი ვიზუალიზდება სარკის საშუალებით. საშვილოსნოსშიდა სპირალის ძაფები ჩანს, რომელსაც აშორებენ კორცანგის (ქირურგიული პინცეტის ნაირსახეობა)საშუალებით. თუკი არ ჩანს ძაფები, მაშინ საშვილოსნოს კაუჭით უნდა მოხდეს მისი ამოღება.
დაკვირვება საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის შემდეგ
პირველი ვიზიტი ჩადგმის შემდეგ ექიმთან საჭიროა 3 – 5 დღეში, რის შემდეგაც უკვე ნებადართულია სქესობრივი ცხოვრება რაიმე კონტრაცეპტივის გარეშე. განმეორებითი ვიზიტები სასურველია ყოველ 3 თვეში ერთხელ
საშვილოსნოსშიდა სპირალის მიმართ ამტანობა
საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმა კონტრაცეფციის კარგად დამუშავებული მეთოდია. მისი უპირატესობებია:
- საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენება არ საჭიროებს ქალის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩარევას - სპირალის ჩადგმისას მხოლოდ მინიმალური სამედიცინო ჩარევაა საჭირო და რეგულარული მონიტორინგი;
- საშვილოსნოსშიდა სპირალი ეფექტურია იმ ქალებისთვის, ვისთვისაც უკუნაჩვენებია ორალური კონტრაცეპტივები;
- საშვილოსნოსშიდა სპირალი შეიძლება გამოყენებული იყოს ძუძუთი კვების დროს;
- ეკონომიური ფაქტორი.
გართულებები საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების დროს
საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების დროს ადრეულ გართულებებს მიეკუთვნება: დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში, წელის ტკივილი, მუცლის ქვედა ნაწილში კუმშვების შეგრძნება და სისხლიანი გამონადენი. ტკივილი, როგორც წესი, ტკივილგამაყუჩებლის მიღებისას გაივლის. სისხლიანი გამონადენი შეიძლება აღინიშნოს 2 – 3 კვირა. უმეტეს შემთხვევაში ექსპულსია (სპირალის გამოვარდნა) ხდება საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმიდან რამდენიმე კვირაში. ექსპულსები უფრო ხშირია ახალგაზრდა, არანამშობიარევ ქალებში. საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების დროს სისხლდენის სამ სახეს არჩევენ: 1. მენსტრუალური სისხლის მოცულობის მატება;
2. მენსტრუაციის ხანგრძლივობის მატება;
3. მენსტრუაციებს შორის სისხლიანი გამონადენი.
არჩევენ საშვილოსნოს პერფორაციის სამ ხარისხს:
1-ლი ხარისხი - საშვილოსნოსშიდა სპირალი ნაწილობრივ მდებარეობს საშვილოსნოს კუნთში;
2-ე ხარისხი - საშვილოსნოსშიდა სპირალი სრულად მდებარეობს საშვილოსნოს კუნთში;
3-ე ხარისხი -საშვილოსნოსშიდა სპირალის სრული ან ნაწილობრივი გამოსვლა მუცლის ღრუში.
1-ლი ხარისხის დროს სპირალის ამოღება შეიძლება ვაგინალური გზით, მე-2 – მე-3 ხარისხის დროს - სპირალის აბდომინალური გზით ამოღება.