რა საფრთხეს შეიცავს ბუასილის თვითმკურნალობა?
რა საფრთხეს შეიცავს ბუასილის თვითმკურნალობა?
allmedic
რა საფრთხეს შეიცავს ბუასილის თვითმკურნალობა?
რა საფრთხეს შეიცავს ბუასილის თვითმკურნალობა?
რა საფრთხეს შეიცავს ბუასილის თვითმკურნალობა?

ქავილი უკანა ტანში, დისკომფორტის შეგრძნება, სისხლი და ლორწოვანი გამონადენი... თქვენი აზრით ბუასილი გაქვთ?  ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ ბუასილის სამკურნალო სანთლები, მალამოები და სხვა საშუალებები შეიძინოთ, თუმცა იგივე სიმპტომები კიდევ  მინიმუმ 10 დაავადებას ახასიათებს. მკურნალობის რაც უფრო მეტი მეთოდი არსებობს, მით უფრო ძნელია ზუსტად თქვენთვის შესაფერისის არჩევა, თანაც მაშინ, როცა ზუსტი დიაგნოზი არაა დასმული.

ბუასილის მკურნალობა საკმაოდ დელიკატური საკითხია და პაციენტების უმრავლესობა თვითმკურნალობას არჩევს. ბევრი თავს იჯერებს, რომ ტრადიციული მეთოდები გაცილებით ეფექტურია და პრობლემას თავადაც გაუმკლავდება. ამასობაში კი დაავადება პროგრესირდება და თქვენ, უბრალოდ, დროს კარგავთ! ჰემოროიდული კვანძების  მოშორების ერთადერთი მეთოდი არსებობს და იგი ექიმის ჩარევის გარეშე არ ხერხდება. თვითმკურნალობამ შეიძლება პროცესი ოდნავ ჩააცხროს და სიმპტომები შემცირდეს, მაგრამ დაავადება ადრე თუ გვიან მაინც იჩენს თავს.  დღეს ბუასილის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებმა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ოპერაციები და მასთან დაკავშირებული პრობლემები. კვანძების მოშორება უსისხლოდ და უმტკივნეულოდ შეგიძლიათ! ლიგირება იმდენად უმტკივნეულოა რომ ადგილობრივი ანასთეზიაც კი არ კეთდება. პროცედურა სარეაბილიტაციო პერიოდს არ საჭიროებს. ლიგირების გაკეთებისთანავე პაციენტს სახლში წასვლა შეუძლია. ლიგირებისას ლატექსის რგოლი ჰემოროიდულ კვანძს ეჭირება, კვანძებს სისხლი აღარ მიეწოდება, თავისით ხმება და კუჭის მოქმედებისას თავისით გამოდის. ამიტომ ექიმთან დროული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. კონსულტაციის გადადებით  მხოლოდ საკუთარ თავს ავნებთ.

ყველაზე ცუდი რაც ბუასილის თვითმკურნალობას მოჰყვება დროის დაკარგვაა, რასაც აუცილებლად მოჰყვება ჯანმრთელობის გაუარესება. დაავადების საწყის ეტაპზე მალამოები და სანთლებიც საკმარისია, რასაც ვერ ვიტყვით მის შემდგომ სტადიებზე. ხოლო ლიგირება ბუასილის მესამე და მეოთხე სტადიაზე ვეღარ კეთდება.

 

როდის უნდა მივმართოთ პროქტოლოგს?

აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან თუ გაწუხებთ:

  • სისხლი, ლორწოვანი გამონადენი ანალური ხვრელიდან;
  • ანალური ქავილი;
  • ტკივილი დეფეკაციის დროს;
  • მუცლის შებერილობა და ტკივილი;
  • ჰემოროიდული კვანძები ანალური ხვრელიდან.
allmedic