ორსულობის დიაგნოსტირება
ორსულობის დიაგნოსტირება
allmedic
ორსულობის დიაგნოსტირება
ორსულობის დიაგნოსტირება
ორსულობის დიაგნოსტირება

რაც არ უნდა თქვას ხალხმა, ნებისმიერი ჯანმრთელი ქალის მიზანია გააჩინოს ძლიერი და ჯანმრთელი ბავშვი.

დედობა, მითუმეტეს თუ ეს კარგად გააზრებული ქმედებაა და არ არის დაკავშირებული რაიმე პათოლოგიასთან მოაქვს დიდი ბედნიერება ნებისმიერი ქალისთვის. იმისთვის , რომ დაცული იყოს თქვენი და თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა მოახდინეთ ორსულობის დიაგნოსტირებას ადრეულ სტადიაზე. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ორსულობის ჩვეულებრივი სააფთიაქო ტესტი არ არის ყოველთვის სანდო.  ვერცერთი ტესტი ვერ შეცვლის კვალიფიციურ გამოკვლევას და ულტრასონოგრაფიას.

გარდა ამისა თუ თქვენ ეწევით აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას, ადრეული ფეხმძიმობის დიაგნოსტირება საკმაოდ მნიშვნელოვანია.

თუ თქვენ აღგენიშნებათ ჩამოთვლილი სიმოპტომები, თქვენ უნდა ეწვიოთ გინეკოლოგს:

- გულისრევა და ღებინება დილაობით;

- გემოვნების ცვლილებები (გარკვეული საკვების ზიზღი, მაგ : ხორცი, თევზი, ცხარე და მარილიანი საკვები, ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს გარკვეული საკვებისადმი მიდრეკილება, მაგ: ცარცი, თიხა და სხვ.);

- გაღიზიანება, აპათია, ძილიანობა, განწყობის ცვლილება;

 

ზოგიერთი ფიზიოლოგიური ცვლილება ასევე შეიძლება იყოს ფეხმძიმობის მანიშნებელი:

- მენსტრუაციის შეწყვეტა;

- დადებითი პასუხი ორსულობის ტესტში;

შემდეგი პროცედურები გვაძლევს გარანტიას ზუსტი ორსულობის შესახებ:

- მუცლის პალპაციით გამოკვლევა;

- ულტრასონოგრაფია;

- ნაყოფის გულის ცემის მოსმენა;

 

თუ ორსულობა დასტურდება ნუ მოიქცევით დაუფიქრებლად და ნუ მიიღებთ მედიკამენტებს. თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ გინეკოლოგს და ჩაიტაროთ სასურველი მკურნალობა  თქვენთვის სასურველ დროს !

allmedic