რა არის ჰიპერპროლაქტინემია?
რა არის ჰიპერპროლაქტინემია?
allmedic
რა არის ჰიპერპროლაქტინემია?
რა არის ჰიპერპროლაქტინემია?
რა არის ჰიპერპროლაქტინემია?

ჰიპერპროლაქტინემია ვითარდება მაშინ, როცა იმატებს სისხლის შრატში პროლაქტინის დონე.

პროლაქტინი ეს არის ჰორმონი, რომელიც სინთეზდება ჰიპოფიზში სპეციალური უჯრედების მიერ. ის არეგულირებს ლაქტაციის პროცესს რეპროდუქციური ასაკის ქალებში. პროლაქტინის სეკრეციის ციკლი: უმაღლეს დონეს აღწევს ძილის წინ 2 – 3 საათით ადრე, ხოლო მინიმალურია 10 – 14 საათის განმავლობაში.

ჰიპერპროლაქტინემია ხშირად გამოხატულია იმ ქალებში, რომლებსაც აქვთ მენსტრუალური დარღვევები და ასევე უნაყოფო ქალებში.

ჰიპერპროლაქტინემია შესაძლებელია იყოს :

ფიზიოლოგიური (ორსულობის დროს, ძუძუთი კვების დროს);

პათოლოგიური (ჰიპოფიზის ანთებითი დაავადების დროს, ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის ტრავმული დაზიანების დროს), თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ჰერპეს ზოსტერი, ჰიპოთირეოზი;

ყველაზე ხშირად ჰიპერპროლაქტინემიას უჩივიან ქალები, რომლებსაც აწუხებთ  :

მენსტრუალური ციკლის დარღვევები (იშვიათი მენსტრუაცია ან მენსტრუაციის არარსებობა - ამენორეა);

უშვილობა;

- გალაქტორეა;

როცა პროლაქტინის დონე მომატებულია ხშირია ლიბიდოს დაქვეითება, სიმსუქნე, აკნე, დეპრესია, შფოთვა, გაღიზიანება და დაღლილობა.

გამოკვლევის ძირითადი მეთოდი  არის სისხლის შრატში პროლაქტინის განსაზღვრა. თუ პროლაქტინის დონე არის აწეული უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოკვლევა 7 – 10 დღის ინტერვალით. 

allmedic