რა დროს ხდება საჭირო საკეისრო კვეთა და როგორ მოვუაროთ თავს ოპერაციის შემდეგ
რა დროს ხდება საჭირო საკეისრო კვეთა და როგორ მოვუაროთ თავს ოპერაციის შემდეგ
allmedic
რა დროს ხდება საჭირო საკეისრო კვეთა და როგორ მოვუაროთ თავს ოპერაციის შემდეგ
რა დროს ხდება საჭირო საკეისრო კვეთა და როგორ მოვუაროთ თავს ოპერაციის შემდეგ
რა დროს ხდება საჭირო საკეისრო კვეთა და როგორ მოვუაროთ თავს ოპერაციის შემდეგ

ორსულთა საკმაოდ დიდ ნაწილს აწუხებს კითხვა, ხომ არ აჯობებს, რომ იმშობიაროს საკეისრო კვეთის ოპერაციის გამოყენებით?

 ექიმთა უმრავლესობა ფიზიოლოგიურ  გზით მშობიარობას ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ, გარკვეულ შემთხვევებში საკეისრო კვეთის წარმოება აუცილებელიც ხდება.

საკეისრო კვეთის ოპერაცია ტარდება მაშინ , როცა საკეისრო კვეთის შემთხვევაში მოსალოდნელია დედისა და ნაყოფის გამოსავლები გაუმჯობესდეს ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით.

საკეისრო კვეთა კეთდება, როცა გამოხატულია შემდეგი კლინიკური ნიშნები:

1. მშობიარობის პროგრესის შეფერხება:

- სამშობიარო მოქმედების სისუსტე;

- კლინიკურად ვიწრო მენჯი;

2. ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა;

3. ნაყოფის არასწორი მდებარეობა და წინამდებარე ნაწილის არასწორი ჩადგმა:

- ნაყოფის მენჯით წინმდებარეობა, როცა ნაყოფის წონა <2500 – 3600 > გრ,

- ნაყოფის ჯდომით წინმდებარეობა, როცა ნაყოფის წონა არის < 2500 – 3600 > გრ,

- ტერფით ან მუხლით წინმდებარეობა,

- ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა.

4. პათოლოგიური პლაცენტა:

- პლაცენტის წინმდებარეობა,

- პლაცენტის მიხორცება,

5. დედის ინფექცია:

- მწვავე გენიტალური ჰერპესი,

- აივ ინფექცია,

- C ჰეპატიტი.

6. მრავალნაყოფიანი ორსულობა:

- როცა არ აღინიშნება პირველი ნაყოფის თავით წინმდებარეობა,

- ტყუპი ფეტო - ფეტალური ტრანსფუზიის სინდრომის არსებობისას;

7. სამშობიარო გზების მექანიკური დაბრკოლება:

- საშვილოსნოს დიდი ზომის მიომა,

- დიდი ზომის წვეტიანი კონდილომა,

- მენჯის მოტეხილობა ცდომით,

8. დიდი ზომის ნაყოფი (ნაყოფის სავარაუდო წონა > 4 500 გ ) ;

9. არასრულფასოვანი საშვილოსნოს კედელი, რომელიც გამოწვეულია:

- მიომექტომიის დროს საშვილოსნოს კედლის დაზიანებით,

- საშვილოსნოს პერფორაციით,

- საშვილოსნოს პლასტიკური ოპერაციით,

- გადატანილი საკეისრო კვეთით;

10. ანამნეზში ერთზე მეტი გადატანილი საკისრო კვეთა;

საკეისრო კვეთა დედის მოთხოვნით.

- დედის მოთხოვნა არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ჩვენებას საკეისრო კვეთისთვის. ასეთ შევმთხვევაში ექიმი ვალდებულია დაწვრილებით განიხილოს ორსულთან და მის ახლობლებთან ერთად ბუნებრივი გზით მშობიარობის უპირატესობები და საკეისრო კვეთის მოსალოდნელი გართულებები.

საკეისრო კვეთის შემდეგ შესაძლებელია გახანგრძლივდეს აღდგენის პერიოდი. ექიმები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას მშობიარობის შემდგომ პერიოდზე :

- იმისთვის, რომ დაიცვათ ჭრილობა და არ მიაყენოთ ნაწიბურს ტრავმა, უნდა ატაროთ თავისუფალი ტანსაცმელი. არ უნდა აღელდეთ, თუ უეცრად იგრძნობთ ჩხვლეტას ან სუსტ ტკივილს ჭრილობის არეში. ეს შეგრძნებები ხშირად თან ახლავს შეხორცების პროცესს.

დაბუჟება ჭრილობის ირგვლივ კიდე დიდხანს შეიძლება არ გაქრეს, თუმცა ესეც ჩვეულებრივი მომენტია. მთავარია მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდეს და ჭრილობა მოვარდისფრო - მოწითალო ფერს იღებდეს.

ჭრილობიდან მცირე რაოდენობის გამჭვირვალე სითხის გამოჟონვა, ჩვეულებრივ, არ წარმოადგენს პათოლოგიას, თუმცა მაინც უმჯობესი იქნება ექიმის კონსულტაცია.

აირების დაგროვების შემთხვევაში, სასურველია, დაწვეთ მარცხენა გვერძე ან ზურგზე, წოლის დროს ასწიოთ ორივე ფეხი ან ღრმნად ჩაისუნთქოთ (ამ დროს ჭრილობაზე შესაძლებელია პატარა ბალიშის დადება, რომ შემცირდეს ტკივილი) .

სახლში საჭიროა განსაკუთრებით სიფრთხილე და მოვლა. უნდა ერიდოთ მძიმე სამუშაოს, არ ასწიოთ სიმძიმეები, ბავშვის ჩათვლით. თუ დახმარების შესაძლებლობა არ გაქვთ, ეცადეთ, ბავშვი აიყვანოთ ხელში  წელის მიდამოს სიმაღლიდან (ამ დროს იჭიმება ხელის, და არა მუცლის კუნთები) . ჩამოჯდომის საჭიროების შემთხვევაში არ მოიხაროთ წელში, არამედ ჩაიმუხლეთ. ფიზიკური ვარჯიშის შესრულება უნდა დაიწყოთ ნელა, ზომიერად და თანაბრად.

allmedic