
ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №18/20

info@gudushauri.ge

(+995 32) 251 87 15; (+995 32) 251 87 78
აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი 2003 წლის მაისიდან ფუნქციონირებს. დროის მცირე მონაკვეთში ცენტრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში სანდო და ავტორიტეტულ სამედიცინო დაწესებულებად იქცა, ატარებს დარგის ფლაგმანის სტატუსს და ურყევად ინარჩუნებს მომხმარებელში დამკვიდრებულ ნდობას.
ამ ეტაპზე, ღუდუშაურის კლინიკა გახლავთ მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება მაღალი ხარისხის ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისებით; სათანადოდ გამართული გადაუდებელი მიმღებითა და განვითარებული ჰოსპიტალური სექტორით.
ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრი, მისაღები ფასები და სტაბილურად მაღალი ხარისხი, რომელიც მიეწოდება მომხმარებელს განსაკუთრებული მზრუნველობით.
ჩვენთან მუშაობენ ახალგაზრდა, მოტივირებული, ნიჭიერი სპეციალისტები მაღალკვალიფიციური განყოფილების უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც ზრუნავენ მათ განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე.
კლინიკა თავის პაციენტებს სრულყიფილ სამედიცინო მომსახურებას და თითოეული მათგანისადმი ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობს. ცენტრი გაშლილია 260 საწოლზე და შეუძლია დღეში 1000-ზე მეტი ამბულატორიული პაციენტის მიღება.
ცენტრში დანერგილია სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტთან მუდმივ უკუკავშირს და მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.
ვრცლად