
თბილისი, ლუბლიანას ქ. 21

info@zhvaniaclinic.ge

2 54-06-97; 2 52 87 16; 2 54 06 97;;
მრავალპროფილური ბავშვთა საავადმყოფო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა პაციენტებს სთავაზობს მსოფლიო სტანდარტების შესაბამის სტაციონარულ, ამბულატორიულ და დიაგნოსტიკურ მომსახურებას. კლინიკა დიდი ტრადიციების მატარებელია და არსებობის ხანგრძლივ ისტორიას ითვლის.1997 წლიდან, ყოფილი ბავშვთა მე-2 საავადმყოფო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა გახდა, სადაც სამედიცინო საქმიანობის პარალელურად მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის. კლინიკაში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი ექიმი-სპეციალისტები, როგორებიც იყვნენ პროფესორები: გივი ჟვანია, მარიამ გრიგალაშვილი, ირაკლი ციციშვილი, თამაზ გაჩეჩილაძე, ლეო ავალიანი, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე და სხვანი.
ვრცლად