
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16

info@exdi.ge

(+995 32) 2 47 17 17;
შპს ,,ექსპრესდიაგნოსტიკა” დაფუძნდა 2003 წელს.
,,ექსპრესდიაგნოსტიკა” წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამედიცინო პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან და მუდმივად ნერგავს სიახლეებს ჩვენი ქვეყნის სამედიცინო დიაგნოსტიკის სფეროში.
,,ექსპრესდიაგნოსტიკა” არის სამედიცინო აღჭურვილობის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-პლატფორმის ,,MEDWOW"-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.
2003 წლიდან დღემდე შპს „ექსპრესდიაგნოსტიკა“ წარმატებით ახორციელებს ახალშობილთა სკრინინგის სახელმწიფო პროგრამას თანდაყოლილ გენეტიკურ დაავადებებზე - ფენილკეტონურიასა და ჰიპოთირეოზზე. პროგრამის მიზანია ფენილკეტონურიის, ჰიპოთირეოზის და 2011 წლის აპრილიდან მუკოვისციდოზის ნაადრევი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და შემდგომი დროული მკურნალობა ახალშობილებში მთელი საქართველოს მასშტაბით. დღემდე ჩვენს მიერ ჩატარებულია 700 ათასამდე სკრინინგული იმუნოფერმენტული კვლევა, აღნიშნული პათოლოგიები გამოვლენილია და დადგენილია 100 - ზე მეტ ახალშობილში, რითაც თავიდან იქნა აცილებული ამ დაავადებების უმძიმესი გართულებები.
პირველად საქართველოში დანერგილია და წარმატებით ფუნქციონირებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პორტატული, მობილური ციფრული რენტგენოგრაფიის სისტემა არატრანსპორტაბელური პაციენტების ადგილზე მომსახურებისათვის.
ჩვენს მიერ, პირველად საქართვეელოში, შეიქმნა სამედიცინო აპარატურის და ხელსაწყოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ - პლატფორმის „MEDWOW”-ის ქართულენოვანი ინტერნეტ - პორტალი.
2011 წლის გაზაფხულზე დასრულდება ჩვენი კომპანიის მიერ შექმნილი სისხლის ბანკის და პლაზმაცენტრის GMP საერთაშორისო სერთიფიკატით ვალიდაცია. აღნიშნული ტრანსფუზიოლოგიური დაწესებულება, რომელიც ფუნქციონირებას დაიწყებს ამავე წლის ზაფხულში, იქნება ჯერ-ჯერობით ერთადერთი და უნიკალური არამარტო საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.
ვრცლად