დეპარტამენტის აღწერა
”კურაციოს” ბაზაზე 2010 წელს დაარსდა სტომატოლოგიური კლინიკა ”უნივერსი”, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე და პოპულარული ტექნიკური საშუალებებით. კლინიკაში გამოიყენება მხოლოდ ევროპაში და აშშ-ში დამზადებული მაღალი სამკურნალო ეფექტის და ესტეტიურობის მქონე სტომატოლოგიური მასალები.
კლინიკაში ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი მკურნალობის და მომსახურეობის ხარისხზე, ასევე გამოიყენება ინფექციის კონტროლის (სტერილიზაციის) საერთაშორისო სტანდარტები და რჩევები. ჩვენი მიზანია კმაყოფილი პაციენტი, ამიტომაც კვალიფიციური ექიმების დახმარებით თითოეული პაციენტისთვის შეირჩევა ინდივიდუალირი მეთოდი და ყველა პაციენტს ეძლევა საშუალება უმოკლეს დროში მიიღოს სასურველი შედეგი სასიამოვნო გარემოში.
კლინიკაში შეგიძლიათ მიიღოთ მკურნალოსბის სრული სპექტრი:
-თერაპიული სტომატოლოგია (ენდოდონტია, დაბჟენა, მხატვრული რესტავარაცია)
-პაროდონტოლოგია (რბილი და მაგარი ნადებების მოცილება, გაწმენდა, ღრძილების მკურნალობა)
-ორთოდონტია (პროტეზირების ყველა სახე)
-იმპლანტოლოგია (კბილების ჩანერგვა)
-ორთოდონტია (კბილების გასწორება)
-ბავშვთა სტომატოლოგია
-ქირურგიული სტომატოლოგია (მანიპულაციები რომელიც დაშვებულია ამბულატორიულად)