დავით აბულაძის ქართულ - იტალიური კლინიკა
დავით აბულაძის ქართულ - იტალიური კლინიკა
allmedic
დავით აბულაძის ქართულ - იტალიური კლინიკა
დავით აბულაძის ქართულ - იტალიური კლინიკა
დავით აბულაძის ქართულ - იტალიური კლინიკა
ნანახია: 10220
კვირა: 25
თვე: 185
დავით აბულაძის ქართულ - იტალიური კლინიკა
  • ინფორმაცია
დავით აბულაძის ქართულ - იტალიური კლინიკა ქ.თბილისი, ფალიაშვილის ქუჩაN39ა
დავით აბულაძის ქართულ - იტალიური კლინიკა dac@abuladze.ge ; dac@abuladze.ge
დავით აბულაძის ქართულ - იტალიური კლინიკა http://www.allmedic.ge/davitabuladzegeorgianitalianclinic
დავით აბულაძის ქართულ - იტალიური კლინიკა (995 32) 2402727; (995 32) 2402828
,,დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა“ წარმოადგენს სადიაგნოსტიკო-სამკურნალო პოლიპროფილურ ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც აღჭურვილია იტალიური, იაპონური, ესპანური წარმოების თანამედროვე აპარატურითა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული დანადგარებით. კლინიკის სახელწოდებას ამყარებს სამედიცინო ხელმძღვანელის, პროფესორ დავით აბულაძის იტალიის ქირურგიული სკოლის წამყვან სპეციალისტებთან მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილება, რამაც დიდი წვლილი უკვე შეიტანა საქართველოში ლაპაროსკოპიული ქირურგიის დანერგვის და განვითარების საქმეში. კლინიკის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ზემოხსენებული თანამშროლობის გაღრმავება წარმოადგენს, რომლის ძირითადი მიზნებია საქართველოში სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯოებესების ხელშეწყობა იტალიელ კოლეგებთან ერთად ერთიანი სამეცნიერო კვლევების წარმოების, რეკომენდაციების თუ წინადადებების შემუშავების გზით. ამ მიმართულებით გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია ქალაქ მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალის სამედიცინო ლაბორატორიასთან.
კლინიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოში პათოლოგიურად ჭარბ წონიანი და მეტაბოლური სინდრომით დაავადებული პაციენტების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობის, პოსტოპერაციული თუ დიეტოთერაპიის შემდგომი ან თანმდევი რეაბილიტაციის პროგრამების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეალიზაცია, რისთვისაც კლინიკა აქტიურად ითანამშრომლებს არსებულ სარეაბილიტაციო და სამკურნალო დაწესებულებებთან, რომლებიც დაკავებულნი არიან ზემოხსენებული პათოლოგიების მკურნალობით.
კლინიკის საქმიანობის მიმართულებებია - გინეკოლოგია, უროლოგია, გასტროენტეროლოგია, შინაგანი მედიცინა, პულმონოლოგია, თვალის დაავადებები, დერმატოლოგია და ამ მიმართულებებით კლინიკაში თავიანთ საქმიანობას განახორციელებენ თავიანთ სფეროში მოღვაწე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი ექიმები. კლინიკის ულტრასონოგრაფიული (ყველა სისტემის), კარდიო და პულმონოლოგიური დიაგნოსტიკა სრულად შეესებამება ევროპულ სტანდარტებს.
კლინიკის ხელმძღვანელი- მუცლის ღრუს ქირურგი პროფესორი დავით აბულაძე; კარდიოლოგები: სერგო ორჯონიკიძე, მარიამ გრიგორიანი; გინეკოლოგები: ირაკლი ბერაძე, გურანდა ფხაკაძე; ბავშვთა ენდოკრინოლოგი - პროფესორი ირაკლი ფაღავა; ენდოკრინოლოგები: თამარ შერვაშიძე, ეკატერინე წაქაძე; ნევროლოგი - მედიცინის დოქტორი სოფიო მატარაძე; გასტროენტეროლოგ-ჰეპატოლოგი - პროფესორი თამარ გეგეშიძე; ოჯახის ექიმი - ხათუნა თაბაგარი; პედიატრები: მედიცინის დოქტორები მარინა ნასრაშვილი, მაია სურვილაძე; დერმატოლოგები: სოსო კობახიძე, ქეთევან ხიშტოვანი, ლიკა ბარელაძე;
დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაში ტარდება პერმანენტული საქველმოქმედო აქციები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომის ვეტერანთა და ა.შ. სამკურნალო-პროფილაქტიკური გასინჯვების და სადიაგნოსტიკო მანიპულაციების სახით, რათა კლინიკა შეძლებისდაგვარად გვერდში ამოუდგეს ქვეყანაში მოქმედ პირველად ჯანდაცვის პროგრამას.
ვრცლად
სიახლეები
ვიდეო
ვიდეო
allmedic