
ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ.№16

info@curatio.ge

+995 32 243 01 01;

curatio.ge
“Curatio” ლათინური სიტყვაა და ქართულად მკურნალობას, სამედიცინო მომსახურებას, უფრო კონკრეტულად კი სამედიცინო ზრუნვას ნიშნავს.
სწორედ ამ დასახელებითა და ამ სიტყვის მნიშვნელობის რეალიზების მიზნით დაახლოებით 20 წლის წინ შეიქმნა საქართველოში პირველი კერძო სამედიცინო დაწესებულება, რომლის ძირითადი პროდუქტი ოჯახის ექიმის მომსახურება იყო. ოჯახის, ანუ პირადი ექიმის მომსახურება თავისთავად კი მიზნად ისახავს ყველა მსურველს პირადი ექიმის სახით ჰყავდეს საიმედო, გულისხმიერი და მრჩეველი მკურნალი.
ძირითადი მახასიათებლები რაც „კურაციოს“ სხვა, ანალოგიური კლინიკებისგან განასხვავებს და რაც მას კონკურენტუნარიანს ხდის:
1.აქ შექმნილი სისტემა უზრუნველჰყოფს პაციენტთან გრძელვადიან ურთიერთობას, რომელიც მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული;
2.სისტემის ცენტრალური რგოლია პაციენტი;
3.მომსახურება არის პრაქტიკული და პერსპექტიული;
4.კლინიკა სარგებლობს ელექტრონული აღრიცხვის (EMR) დახვეწილი სისტემით;
5.კლინიკის მიერ წარმოებული სამედიცინო მომსახურებები ეფუძნება ფაქტებზე დამყარებული მედიცინის პრინციპებს;
6.კლინიკაში ხდება არა მხოლოდ ერთი რომელიმე დაავადების მკურნალობა, არამედ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა;
7.ხარისხის მართვა უწყვეტი პროცესია;
ვრცლად