ჩაჩავას კლინიკა
ჩაჩავას კლინიკა
allmedic
ჩაჩავას კლინიკა
ჩაჩავას კლინიკა
ჩაჩავას კლინიკა - მაღალი დონის კვალიფიკაცია
ნანახია: 45761
კვირა: 25
თვე: 240
ჩაჩავას კლინიკა
  • ინფორმაცია
ჩაჩავას კლინიკა ქ. თბილისი, კოსტავას ქ.№38
ჩაჩავას კლინიკა info@chachava.ge
ჩაჩავას კლინიკა www.chachava.ge
ჩაჩავას კლინიკა (+995 32) 295 33 11;
მრავალი წლის განმავლობაში, „ჩაჩავას კლინიკა“ ცნობილი იყო როგორც სამშობიარო სახლი, თუმცა არცთუ დიდი ხნის წინ, სამედიცინო ბაზარზე გაჩენილი მოთხოვნების და თანამედროვეობის გამოწვევის შესაბამისად,კლინიკაში მაღალი დონის სამეანო სერვისებს არაერთი ახალი მიმართულება დაემატა,შესაბამისად უკვე დღეს ,,ჩაჩავას კლინიკა“ გახლავთ მულტიპროფილური სამედიცინო დაწესწბულება, რომელიც თავის მრავალრიცხოვან პაციენტებს ევროპული სტანდარტის შესაბამის ყველა ტიპის სამედიცინო სერვისს სთავაზობს.
კლინიკაში მუდმივად ხდება პაციენთა მოსაზრებების შესწავლა, მიღებული ინფორმაციის ანალიზი კი გვეხმარება დავნერგოთ სწორედ პაციენტთა მოთხოვნილებების შესაბამისი და მათზე ორიენტირებული ახალი სამედიცინო სერვისები. დღეისათვის კლინიკაში 100-ზე მეტი ასეთი სერვისია.

ნანო-ტექნოლოგიების და უახლესი ტესტ-სისტემების გამოყენებით ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა.. და სხვ. თუმცა კლინიკის მთავარ პრიორიტეტს კვლავაც სამეანო-გინეკოლოგიური სერვისები წარმოადგენს.

ჩაჩავას კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიცირებული მედ პერსონალით.
კლინიკა მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების მიერ მოწოდებული ბოლი თაობის სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი, ჩვენი ექიმების ინტელექტუალური რესურსი და მუდმივად განახლებადი აპარატურული პარკი უზრუნველყოფს მკურნალობის ეფექტურობას და მაღალ შედეგებს, თუმცა შედეგზე არანაკლებმნიშვნელოვანი ჩვენთვის თავად პროცესია, უსაფრთხო და კომფორტული გარემო რომელშიც პაციენტები სერვისს იღებენ.

კლინიკის ინფრასტრუქტურა ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების პაციენტის მიღების შესაძლებლობას იძლევა. პაციენტს სურვილის და შესაძლებლობის მიხედვით შეუძლია აირჩიოს ჩვეულებრივი კარგი პალატა, კომფორტული ლუქსი, ულტრათანამედროვე სუპერ ლუქსი და აპარტამენტები. თითოეულ მათგანში სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული თითოეული დეტალი პაციენტის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.
მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სტანდარტების დანერგვამ კლინიკის მენეჯმენტს საშუალება მისცა საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს ქვეყნიდან გაუსვლელად შესთავაზოს იმ ტიპის სამედიცინო მომსახურება, რისთვისაც ისინი აქამდე უცხოეთში მიემგზავრებოდნენ. ჩვენი კლინიკის სწორი საფასო პოლიტიკა კი მაღალი დონის სერვისების ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ვრცლად
დეპარტამენტები
allmedic
0
0
allmedic
სიახლეები
allmedic