
ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ.№1

info@angio.ge

(+995 32) 251 70 08;
ჩვენი ცენტრი დიდი და მდიდარი ისტორიის მატარებელია . 1976 წელს ქირურგიის ინსტიტუტში პროფ. ნოდარ ბოხუამ დაარსა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი სისხლძარღვთა მიკროქირურგიის ლაბორატორია , რომლის ბაზაზეც 1980 წელს რკინიგზის საავადმყოფოში ჩამოყალიბდა სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი.
ამჟამად ცენტრს ეწოდება ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი , ჩვენ მთავარ „ სიმდიდრეს „ წარმოადგენს კლინიკაში მომუშავე ექიმები , რომლებიც ამ დარგში მოწინავე სპეციალისტები არიან, ისინი თავისი პროფესიული მოვალეობების გარდა მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან, ზრდიან ტრადიციების გამგრძელებელ თაობებს, ყოველივე ეს კი გვაძლევს იმედს ოპტიმისტურად შევხვდეთ მომავალს.
ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ვრცლად