ატოპიური დერმატიტი (ეგზემა)
ატოპიური დერმატიტი (ეგზემა)
allmedic
ატოპიური დერმატიტი (ეგზემა)
ატოპიური დერმატიტი (ეგზემა)

ატოპიური დერმატიტი მდგომარეობაა, რომელიც იწვევს კანის შეწითლებასა და ქავილს. იგი ვითარდება ნებისმიერ ასაკში, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. დაავადება არის ქრონიკული სახის და ახასიათებს პერიოდული გამწვავებები და რეციდივები.

ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

სხვადასხვა ადამიანში ატოპიური დერმატიტის სიმპტომები სხვადასხვანაირად ვლინდება:

  • ქავილი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება ღამით
  • წითელი ან მოყავისფრო ლაქები ხელებზე, ფეხებზე, ქუთუთოებზე, კისერზე
  • სითხით სავსე ბუშტუკი, რომელიც ქავილის დორს შეიძლება გასკდეს
  • გასქელებული, მშრლი, აქერცლილი კანი
  • ქავილისგან შეშუპებული, მგრძნობიარე კანი

დიაგნოზის დასმა ხდება პაციენტის ჩივილების მიხედვით და კანის დათვალიერების შედეგად.

წარმატებული მკურნალობისათვის მნიშვნელოვანია ეგზემის დროული გამოვლენა. მკურნალობა არის ხანგრძლივი და გამომდინარეობს დაავადების ქრონიკული ხასიათიდან. თუ კანის დამატენიანებელი საშუალებები არ არის საკმარისი გამწვავების შესამსუბუქებლად, მაშინ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მედიკამენტები:

  • ანთებისა და ქავილის შესაჩერებელი კრემები და მედიკამენტები
  • კანის აღმდგენი კრემები
  • ინფექციების საწინააღმდეგო მედიკამენტები

ასევე შესაძლოა სინათლის თერაპიას (მზე ან ხელოვნური ულტრაიისფერი სხივები) ჰქონდეს სასიკეთო ზეგავლენა.

აუცილებელია სტერსების თავიდან არიდება, დასვენება და მოდუნება, რაც თავიდან აგაცილებთ დაავადების გამწვავებას. 

allmedic