ყურის ინფექციები (ოტიტი)
ყურის ინფექციები (ოტიტი)
allmedic
ყურის ინფექციები (ოტიტი)
ყურის ინფექციები (ოტიტი)

ოტიტი ესაა ზოგადი ტერმინი და ყურის ანთებას ნიშნავს. ოტიტი იყოფა რამდენიმე ტიპად, გამომდინარე იქიდან, თუ უშუალოდ ყურის რომელ ნაწილში მიმდინარეობს პროცესი:

  • გარეთა ყურისა და სასმენი მილის ანთება - ყური მტკივნეულია როდესაც მას ეხებიან ან ქაჩავენ
  • შუა ყურის ანთება, განსაკუთრებით ხშიარია ბავშვებში
  • შიდა ყურის ანთება

ბაქტერიული და ვირუსული ინფექცია ყველაზე ხშირად შუა ყურს აზიანებს, ხშირად ეს მდგომარეობა სხვა ძირითადი დაავადების, მაგალითად გაციების, ალერგიის და სხვა გართულების შედეგია.

ზოგადი დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ყურის ტკივილი
  • ყურიდან გამონადენი
  • დაქვეითებული სმენა
  • თავის ტკივილი
  • ცხელება

 

დიაგნოზის დასმა ხდება პაციენტის ჩივილების გამოკითხვით და ყურის სპეციფიური კვლევის მეთოდების გამოყენებით.

მკურნალობისათვის გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ყურის წვეთები, ანტიბიოტიკები.

allmedic