ტანმორჩილობა
ტანმორჩილობა
allmedic
ტანმორჩილობა
ტანმორჩილობა

ტანმორჩილი ეწოდება ადამიანს, რომლის სიმაღლე ზრდასრულ ასაკში არ აღემატება 147 სმ-ს, საშუალო სიმაღლე კი 122 სმ-ა.

ტანმორჩილობის ორი ტიპი არსებობს:

  • დისპროპორციული, როდესაც სხეულის ზოგიერთი ნაწილი სხვასთან შედარებით პატარა ან დიდია.
  • პროპორციული, როდესაც სხეულის სხვადასხვა ნაწილი პროპორციულად მცირე ზომისაა.

დაავადებას საფუძლვად უმთავრესად გენეტიკური მუტაცია უდევს.

დისპროპორციული ტანმორჩილობისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ნორმალური ზომის სხეული
  • მოკლე კიდურები
  • მოკლე თითები
  • შეზღუდული მოძრაობა იდაყვის სახსარში
  • არაპროპორციულად დიდი თავი
  • ფეხების პროგრესირებადი გაღუნვა
  • ზურგის კონფიგურაციის პროგრესირებადი ცვლილება
  • ზრდასრულს ასაკში დაახლოებით 122 სმ სიმაღლე

პროპორციული ტანმორჩილობის ძირითადი გამომწვევი ზრდის ჰორმონის ნაკლებობაა და სიმპტომურად იგი შემდეგნაირად ვლინდება:

  • საშუალოზე დაბალი სიმაღლე
  • ზრდის შენელება ასაკთან მიმართებაში
  • დაგვიანებული ან საერთოდ შეჩერებული სქესობრივი განვითარება გარდატეხის ასაკში

დიაგნოსტიკისათვის მრავალი მეთოდი გამოიყენება, მათ შორისაა:

  • სიმაღლის რგულარული განსაზღვრა
  • ვიზუალური შეფასება
  • სხვდასხვა რადიოლოგიური კვლევები ძვალ-სახსროვანი სისტემის ანომალიების დასადგენად
  • გენეტიკური ტესტირებები
  • ოჯახური ისტორიის გამოკითხვა
  • ზრდისა და სხვა ჰორმონების კვლევები

ტანმორჩილობის მკურნალობა არ გულისხმობს ადამიანის სიმაღლეში ზრდას, იგი მიმართულია მხოლოდ შემაწუხებელი მდგომარეობების შემსუბუქებისაკენ და შეიძლება მოიცავდეს:

  • ქირურგიულ მკურნალობას
    • ძვლების ზრდის კორექტირება და სწორი მიმართულების მიცემა
    • ხერხემლის ფორმის შესწორება და მისი სტაბლიზაცია
    • ჰიდროცეფალიის (თავში სითხის დაგროვება) შემთხვევაში ზედმეტი სითხის გამომდევნი შუნტის ჩაყენება
  • კიდურების დაგრძელება
  • ჰორმონოთერაპია
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი
allmedic