ზოგადად მშრალი კანი არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ ის შეიძლება დისკომფორტს იწვევდეს და ნაოჭების ადრეულ წარმოქმნას უწყობდეს ხელს.
გარდა გენეტიკური მიდრეკილებისა, მშრალი კანი ისეთმა გარემო ფაქტორებმაც შეიძლება განაპირობოს, როგორიცაა:
- ამინდი (დაბალი ტემპერატურა და ტენიანობა)
- სიცხე (ცენტრალური გათბობა)
- ცხელი აბაზანა ან შხაპი
- საპნები, შამპუნები და სხვა მსგავსი საშუალებები
- მზის გამოსხივება
- სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც იწვევენ კანის გაღიზიანებასა და გამოშრობას
ძირითადად კანის სიმშრალე დროებითია, ვლინდება მხოლოდ ზამთარში ან ზედმეტი სიცხის დროს.
ზოგადად სიმპტომატიკა შემდეგნაირია:
- კანის დაჭიმულობის შეგრძნება, განსაკუთრებით შხაპის მიღების ან ცურვის შემდეგ
- ქავილი
- აქერცვლა (სხვდასხვა ხარისხით)
- ზედაპირული ნაოჭები ან ნახეთქები
- ნაცრისფერი, ფერფლისებრი კანი მუქი ფერის ადამიანებში
- სიწითლე
- ღრმა ნახეთქები, სისხლდენის ალბათობით
მკურნალობა მიმართულია კანის სიმშრალის განმაპირობებელი მიზეზის და სიმპტომების შემსუბუქებისაკენ.