თავბრუსხვევა
თავბრუსხვევა
allmedic
თავბრუსხვევა
თავბრუსხვევა

თავბრუსხვევის ხარისხი მერყეობს წონასწორობის წამიერი დაკარგვიდან მძიმე დისბალანსამდე, რომელიც ადამიანის ნორმალურ ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის. იგი როგორც წესი, უკავშირდება სამ ძირითად შეგრძნებას:

  • სისუსტე, გულის წასვლის მსგავსი შეგრძნება
  • წონასწორობის დაკარგვა
  • თავბრუსხვევა

თავბრუსხვევის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, ზოგიერთი მათგანი წარმოდგენილია აქ:

  • შიდა ყურის პრობლემები, რომელშიც განთავსებულია ადამიანის წონასწორობის ორგანო და განსაზღვრავს ჩვენს ბალანსს.
  • თავის ტვინისათვის სისხლის მომარაგების დარღვევა ან შემცირება
  • ზოგიერთი მედიკამენტი, რომელთა გვერდით ეფექტს წარმოადგენს თავბრუსხვევა
  • ანემია
  • ტვინის შერყევა
  • ჰიპოგლიკემია (გლუკოზის დაბალი დონე სისხლში)
  • შაკიკი
  • პანიკის შემოტევა ან პანიკური დაავადება

მკურნალობა მიმართულია გამომწვევი მიზეზისადმი.

allmedic