დივერტიკულა
დივერტიკულა
allmedic
დივერტიკულა
დივერტიკულა

დივერტიკულა ესაა პატარა ზომის გამონაზარდი, რომელიც ვითარდება საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანში, ძირითადად მსხვილ ნაწლავში და იშვიათად იწვევს რაიმე სახის პრობლემას, თუმცა შესაძლებელია მასში განვითარდეს ანთებითი პროცესი, რის შედეგადაც ვითარდება დივერტიკულიტი (დივერტიკულის ანთება), რომელიც უკვე საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.

დივერტიკულა ვითარდება, როდესაც მსხვილი ნაწლავის დასუსტებულ უბანზე წნევის ზეწოლით ხდება მარგალიტის ზომის გამონაზარდის წარმოქმნა, პრობლემატურები კი ისინი გახევისას ან ინფიცირებისას ხდებიან (დივერტიკულიტი).

სწორედ დივერტიკულიტის სიმპტომები წარმოადგენს დისკომფორტის მიზეზს ადამიანებში და ისინი შემდეგნაირია:

  • ტკივილი, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე დღე და იგრძნობა ძირითადად მუცლის ქვედა მარცხენა არეში.
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • სიცხე
  • მუცლის დაჭიმულობა
  • შეკრულობა ან უფრო იშვიათად, დიარეა

დიაგნოზის დასმა ძირითადად ხდება მწვავე შეტევისას, ამ დროს აუცილებელია დიფერენციული დიაგნოზის დასმა, რადგან მუცლის მწვავე ტკვილი მრავალი დაავადების გამოვლინება შეიძლება იყოს. ამის შემდეგ კი ექიმი აუცილებლად გირჩევთ გაიკეთოთ:

  • შარდისა და სისხლის ანალიზები, ინფექციის არსებობის დასადგენად
  • ორსულობის ტესტი, მის გამოსარიცხად
  • ღვიძლის ფუნქციების კვლევა
  • განავლის ანალიზი
  • კომპიუტერული ტომოგრაფია, დიაგნოზის დასადასტურებლად

მკურნალობა დამოკიდებულია კონკრეტულ სიმპტომებსა და დაავადების სიმძიმეზე. იგი შეიძლება მოიცავდეს ანტიბიოტიკოთერაპიას, დიეტას ან შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა გამონაზარდების მოსაშორებლად. 

allmedic