დიარეა (ფაღარათი)
დიარეა (ფაღარათი)
allmedic
დიარეა (ფაღარათი)
დიარეა (ფაღარათი)

დიარეა ეწოდება ნორმაზე მეტად გახშირებულ დეფეკაციას (კუჭში გასვლა) თხევადი, არამყარი განავლით. მას თან შეიძლება ახლდეს მუცლის ტკივილი და დიდი რაოდენობით განავალი.

განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ დიარეას.

მწვავე დიარეის გამომწვევი მიზეზებია:

  • მაგნიუმის შემცველი ანტაციდები (მჟავიანობის დამაქვეითებელი საშუალება)
  • ანტიბიოტიკები
  • წნევის წამლები
  • სხვადასხვა ბაქტერიული, ვირუსული და უმარტივესებით გამოწვეული დაავადებები
  • სიმსივნის სამკურნალო მედიკამენტები
  • საკვების აუტანლობა
  • კვებითი მოწამვლა
  • ფრუქტოზის აუტანლობა
  • ლაქტოზის აუტანლობა
  • კუჭის ოპერაცია

რაც შეეხება ქრონიკულ დიარეას, მისი გამომწვევებია:

  • წნევის წამლები
  • კოფეინი
  • სიმსივნის სამკურნალო მედიკამენტები
  • ცელიაკია
  • ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა
  • მსხვილი ნაწლავის სიმსივნე
  • კრონის დაავადება
  • ბარიატრიული ოპერაცია (კუჭის დაპატარავება)
  • ჰეპატიტები
  • ჰიპერთირეოიდიზმი (ფარისებრის ფუნქციის გაძლიერება)
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • იშემიური კოლიტი
  • კუჭქვეშა ჯირკვლის უკმარისობა
  • და სხვ.

დიარეის მკურნალობა გულისხმობს გამოწვევი მიზეზის მკურნალობას.

allmedic