ალერგიები
ალერგიები
allmedic
ალერგიები
ალერგიები

ალერგია ვითარდება ადამიანის იმუნური სისტემის ისეთ ალერგენთან კონტაქტისას, როგორებიცაა მცენარის მტვერი, ფუტკრის შხამი, ცხოველის ბეწვი, ზოგიერთი საკვები და ა.შ.

მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მეტად მრავალფეროვანია და შეიძლება ვარირებდეს მსუბუქი ფორმიდან საკმაოდ მძიმე გამოვლინებებამდე (ანაფილაქსიური შოკი):

  • ალერგიული რინიტი - ცემინება; ცხვირიდან გამონადენი; თვალებისა და ცხვირის მიდამოს ქავილი; წითელი და ცრემლიანი თვალები (კონიუქტივიტი)
  • საკვებისმიერი ალერგია - ენის დაბუჟება; ტუჩების, ენის, პირის ღრუს, სახის შეშუპება; ჭინჭრის ციება; ანაფილაქსია
  • მწერის კბენის შედეგად განვითარებული ალერგია - ნაკბენის ადგილზე შეშუპება და ქავილი; ქავილი ან ჭინჭრის ციება მთელ სხეულზე; ხველა; ჰაერის უკმარისობა; ანაფილაქსია
  • წამლისმიერი ალერგია - ჭინჭრის ციება; კანის ქავილი და გამონაყარი; სახის შეშუპება; ანაფილაქსია
  • ატოპიური დერმატიტი (კანის ალერგიული დაზიანება, ასევე ეწოდება ეგზემა) - ქავილი, სიწითლე, აქერცვლა
  • ანაფილაქსია (სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც იწვევს შოკს) - ცნობიერების დაკარგვა, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გამონაყარი კანზე, თავბრუსხვევა, სწრაფი, სუსტი ავსების პულსი, გულისრევა და ღებინება

ალერგიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ჰაერის გზით მიღებული ალერგენები - მცენარის მტვერი, ცხოველის ბეწვი, სოკო, ტკიპა
  • საკვები - სოიო, ზღვის პროდუქტები, თხილეულობა, კვერცხი, რძე და ა.შ.
  • ფუტკრის, ბზიკის კბენა
  • მედიკამენტები - განსაკუთრებით პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები
  • ლატექსი და სხვა ქიმიური ნივთიერებების, რომლებიც იწვევენ კანის ალერგიულ დაზიანებებს შეხებისას.

დიაგნოზის დასმა ხდება კანისა და სისხლის ტესტებით.

მკურნალობა მოიცავს: ალერგენის მოცილებას, სიმპტომების შემამსუბუქებელ წამლებს, იმუნოთერაპიას, ეპინეფრინს გადაუდებელი მდგომარეობისას.

allmedic