
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის უნარზე გადაამუშავოს და მოიხმაროს გლუკოზა, როგორც ენერგიის წყარო. ამ დროს ორგანიზმი ან არ გამოიმუშავებს ან წინააღმდეგობას უწევს ინსულინს - ჰორმონს, რომელიც აუცილებელია გლუკოზის უჯრედებში შესაღწევად.
დაავადების განვითარების რეალური მიზეზები დადგენილი არაა, მაგრამ ზედმეტ წონას, უმოქმედო ცხოვრების სტილს, გენეტიკურ განწყობას და სხვა გარემო ფაქტორებს გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება.
განსხვავებით ტიპი ერთისგან, ტიპი 2 დიაბეტის დროს სიმპტომები ძალიან ნელა ყალიბდება და ვლინდება, პაციენტს შეიძლება რამდენიმე წელი ჰქონდეს დიაბეტი და არ იცოდეს ამის შესახებ. დამახასიათებელი სიმპტომებია:
დიაგნოზის დასმა ხდება სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრით და სხვა სპეციფიური ანალიზებით.
რადგან დაავადების ეს ტიპი არის ინსულინისადმი რეზისტენტული, მისი მკურნალობა განსხვავებულია ტიპი ერთისგან და მოიცავს: