შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1
შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1
allmedic
შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1
შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) მიერ ინსულინის გამომუშავების დაქვეითების ან შეწყვეტის შედეგად. ინსულინი წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ გლუკოზამ (შაქარმა) შეაღწიოს უჯრედებში და გამომუშავდეს ენერგია.

დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. პაციენტთა უმეტესობაში საკუთარი იმუნური სისტემა თავს ესხმის ინსულინის წარმომქმნელ უჯრედებს და აზიანებს მათ. მნიშვნელოვანია გენეტიკური წინასწარგანწყობა.

დაავადების სიმპტომატიკა საკმაოდ სწრაფად ვლინდება და მოიცავს:

  • გაძლიერებული წყურვილი
  • გახშირებული შარდვა
  • ღამე ჩასველება ბავშვებში, რომელთაც ადრე ეს არ ახასიათებდა
  • ძლიერი შიმშილი
  • წონის უმიზეზო კლება
  • ხასიათის ცვლილებები, გაღიზიანებადობა
  • დაღლილობა და სისუსტე
  • მხედველობის დაბინდვა
  • ქალებში ვაგინალური სოკოვანი ინფექციები

დიაგნოზის დასმა ხდება სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრით და სხვა სპეციფიური ანალიზებით.

მკურნალობა და დაავადების კონტროლი მოითხოვს პაციენტის მხრიდან გარკვეულ ძალისხმევას და მოიცავს:

  • ინსულინოთერაპიას
  • საკვებში ნახშირწყლების თვლას
  • სისხლში გლუკოზის რაოდენობის მუდმივ კონტროლს
  • ჯანსაღი საკვების მიღებას
  • მუდმივ ვარჯიშსა და რეკომენდებული წონის შენარჩუნებას

მკურნალობის მიზანს წარმოადგენს სისხლში გლუკოზის ნორმასთან მაქსიმალურად მიახლოებული დონის შენარჩუნებას, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა ორგანოთა სისტემების მხრივი გართულებები.

allmedic