დეპრესია
დეპრესია
allmedic
დეპრესია
დეპრესია

დეპრესია ეს არის დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია მუდმივი მოწყენილობა და გარემოსადმი ინტერესის კარგვა. ამ მდგომარეობის ზუსტი განმაპირობებელი მიზეზი დღემდე დადგენილი არ არის, თუმცა არსეობობს გარკვეული მოსაზრებები, რომ დეპრესიის მქონე ადამიანების თავის ტვინში ვითარდება ფიზიკური და ქიმიური ცვლილებები, ასევე მნიშნველობა აქვს ჰორმონული ბალანსის დარღვევასა და გენეტიკურ წინასწარგანწყობას.

დეპრესიის გამოვლინების მრავალნაირი სახე არსებობს, მაგრამ უმთავრეს სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • სევდის, სიცარიელის და უიმედობის განცდა
  • ბრაზის შემოტევები და გაღიზიანება სრულიად უმნიშვნელო მიზეზზეც კი
  • ინტერესისა და სიამოვნების შეგრძნების დაკარგვა ისეთ ჩვეულებრივ ქმედებებში, როგორებიცაა სექსი, ჰობი ან სპორტი
  • ძილის დაღვევები - უძილობა
  • დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა
  • მადის ცვლილებები - უმადობა ან პირიქით, მომატებული მადა
  • შფოთვა, აღგზნება და მოუსვენრობა
  • შენელებული აზროვნება, ლაპარაკი, მოძრაობა
  • დანაშაულის  ან უსარგებლობის შეგრძნება, წარსულის შეცდომებზე კონცენტრაცია
  • მახსოვრობის, აზროვნების, კონცენტრირების და გადაწყვეტიებების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები
  • აუხსნელი ფიზიკური პრობლემები, როგორებიცაა ზურგის და თავის ტკივილები
  • სიკვდილთან და სუიციდთან დაკავშირებული ხშირი ფიქრები და ქმედებები

სიმპტომების გამოვლენის ხარისხი ინდივიდუალურია, ზოგში იმდენად ძლიერია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მკვეთრად ხელისშემშლელი ხდება.

დეპრესიის დიაგნოზის დასმა ხდება კომპლექსურად და მოიცავს სხვდასხვა კვლევებს:

  • ჩივილების გამოკითხვა და ფიზიკური შემოწმება 
  • ლაბორატორიული ანალიზები
  • ფიზიოლოგიური კვლევები - მენტალური (გონებრივი) მდგომარეობის შეფასება
  • დეპრესიის შეფასების სპეციალური შკალის გამოყენება.

დეპრესიის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტოზური მკურნალობის კომბინაციას. მიზანშეწონილი არ არის მედიკამენტების მიღების თვითნებურად შეწყვეტა. 

allmedic