დეჰიდრატაცია (გაუწყლოება)
დეჰიდრატაცია (გაუწყლოება)
allmedic
დეჰიდრატაცია (გაუწყლოება)
დეჰიდრატაცია (გაუწყლოება)

დეჰიდრატაცია ვითარდება მაშინ, როდესაც თქვენ იყენებთ ან კარგავთ იმაზე მეტი რაოდენობის სითხეს, ვიდრე იღებთ.

დეჰიდრატაცია მრავალი რამის გამო შეიძლება დაგემართოთ, მაგალითად როდესაც მოგზაურობთ და ვერ ახერხებთ საჭირო რაოდენობით სითხის მიღებას ან არ გცალიათ, ავად ხართ და სხვა. მაგრამ ამის გარდა შეიძლება სხვა მიზეზებიც არსებობდეს:

  • დიარეა და ღებინება
  • ცხელება
  • გაძლიერებული ოფლიანობა
  • გახშირებული შარდვა

 

დეჰიდრატაციის სხვადასხვა ხარისხი არსებობს. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გაუწყლოებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • მშრალი, წებოვანი პირის ღრუ
  • ძილიანობა ან დაღლილობა
  • წყურვილის შეგრძნება
  • შარდის გამოყოფის შემცირება
  • საფენის სიმშრალე სამ საათზე მეტი პერიოდის განმავლობაში ჩვილებში
  • მცირე რაოდენობით ცრემლდენა ან საერთოდ ცრემლების არ არსებობა ტირილისას
  • გამომშრალი კანი
  • თავის ტკივილი
  • შეკრულობა
  • თავბრუს ხვევა

მძიმე დეჰიდრატაცია წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას. მისთვის დამახასიათებელი გამოვლინებებია:

  • გაუსაძლისი წყურვილი
  • უკიდურესი ძილიანობა ბავშვებში და გონების დაბინდვა ზრდასრულებში
  • ძალიან გამომშრალი პირის ღრუ, კანი, ლორწოვანი
  • შარდვის შემცირება ან სრული შეწყვეტა
  • „ჩავარდნილი“ თვალები
  • დაბალი არტერიული წნევა
  • აჩქარებული სუნთქვა
  • აჩქარებული გულისცემა
  • ტირილისას ცრემლების არარსებობა
  • ცხელება
  • უმძიმესი ხარისხისას გონების დაკარგვა

დიაგნოზის დასასმელად გარდა სიმპტომებზე დაკვირვებისა ექიმს შეიძლება დასჭირდეს სხვადასხვა კვლევა, მაგალითად სისხლში ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი) შემოწმება და შარდის ანალიზი, რათა განისაზღვროს დეჰიდრატაციის ხარისხი.

მკურნალობის ერთადერთი ეფექტური მეთოდი სითხისა და ელექტროლიტების ნაკლებობის შევსებაა. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში აუცილებელია ძუძუთი კვების არ შეწყვეტა და გაგრძელება. 

allmedic