
ცისტა ეს არის სითხით, ჩირქით, აირით ან სხვა რამით სავსე ბუშტუკი, რომელიც ძირითად შემთხვევაში კეთილთვისებიანია. არსებობს საკვერცხის, სარძევე ჯირკვლის, თირკმლის, ღვიძლის და სხვა ორგანოების ცისტა. მათი არსებობა პაციენტმა შესაძლოა არც იცოდეს და შემთხვევით გამოკვლევების დროს (მაგ. ექოსკოპია) აღმოაჩინოს ან შესაძლოა მისი არსებობა გარკვეული სიმპტომებით მჟღავნდებოდეს, რომლის სიმძიმე და ხასიათი ცისტის მდებარეობაზე, ზომებზე და სხვა მახასიათებლებზეა დამოკიდებული.
ცისტის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს მისი მარტივი დრენირებიდან დაწყებული, სრული ამოკვეთით დამთავრებული. არსებობს შემთხვევები, როდესაც მცირე ზომის ცისტა თავადვე გაიწოვება და სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს.