
ცისტური ფიბროზი თანდაყოლილი დაავადება, რომელიც ფილტვებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მძიმე დაზიანებებს იწვევს. დაავადება აზაინებს უჯრედებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ოფლს, ლორწოს და საჭმლის მომნელებელ წვენებს. ისინი ხდებიან ძალიან ბლანტი და ჩვეული ფუნქციის შესრულების მაგივრად ახშობენ სადინრებს, განსაკუთრებით კი პანკრეასსა და ფილტვებში.
ცისტური ფიბროზის გამომწვევს წარმოადგენს გენური მუტაცია, რომელიც ცვლის იმ ცილის სტრუქტურას, რომელიც არეგულირებს მარილების უჯრედში და მის გარეთ მოძრაობას. შედეგად კი ვიღებთ სქელ, ბლანტ ლორწოს, რომელიც გროვდება სასუნთქ გზებში, საჭმლის მომნელებელ და რეპროდუქციულ სისტემებში.
გენის მუტაციის სხვადასხვა სახეები არსებობს და მათზეა დამოკიდებული დაავადების სიმძიმეც.
ცისტური ფიბროზის სიმპტომების გამოვლენის ხარისხი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და შეიძლება გამოგვივლინდეს:
სასუნთქი სისტემის მიხედვით:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მიხედვით:
ცისტური ფიბროზის დიაგნოზის დასმა ხდება შემდეგი კვლევების მეშვეობით:
სამწუხაროდ, ცისტური ფიბროზისაგან განკურნება შეუძლებელია. მისი მკურნალობა მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებისაკენ და გართულებების თავიდან აცილებისაკენ.