ალკოჰოლიზმი
ალკოჰოლიზმი
allmedic
ალკოჰოლიზმი
ალკოჰოლიზმი

ალკოჰოლიზმი ალკოჰოლზე დამოკიდებულებაა, რაც გულისხმობს სასმელის ბოროტად გამოყენებას, მის ყოველდღიურ მიღებას ან ერჯერადად გადაჭარბებული ოდენობით დალევას. ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს ალკოჰოლზე დამოკიდებულად, თუ წლის განმავლობაში ვლინდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სამი ან მეტი პრობლემა:

  • თავს ვერ ანებებს სმას ან ვერ აკონტროლებს რამდენი დალია
  • სჭირდება მეტის დალევა იმავე ეფექტის მისაღწევად
  • აქვს არასასიამოვნო შეგრძნებები დალევის შეწყვეტისას, რაც გულისხმობს უსიამოვნო შეგრძნებას კუჭის მიდამოში, ოფლიანობას, კანკალს და გაღზიანებადობას
  • დროის დიდ ნაწილს ატარებს სმაში და ნასვამი მდგომარეობიდან გამოსვლაში ან დალევის გამო უარს ამბობს სხვა საქმიანობაზე
  • ცდილობს შეამციროს ან შეწყვიტოს სმა, მაგრამ ვერ ახერხებს
  • აგრძელებს დალევას მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე ვნებს მის ჯანმრთელობას და ადამიანთაშორის ურთიერთობებს.

 

ასევე

  • იწყებს სასმელის მიღებას დილიდან ან მარტო სვამს
  • ერთმანეთში ურევს სხვადასხვა სასმელს
  • დალევის შემდეგ აქვს დანაშაულის შეგრძნება
  • ბოდიშს იხდის ნასვამობის გამო
  • ვერ იხსენებს თუ რას აკეთებდა დალევისას
  • წუხს, რომ საკმარისად არ დალია.

 

ალკოჰოლიზმი ქრონიკული დაავადებაა და არა ადამიანის სისუსტე ან ნებისყოფის ნაკლებობა. მასაც, სხვა დაავადებების მსგავასად, აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები, მიმდინარეობის თავისებურება და მასზე ზეგავლენას ახდენს ცხოვრების სტილი და გენეტიკური მიდრეკილება. თუმცა, ვინაიდან ალკოჰოლიზმის შედეგი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს ადამიანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისათვის, აუცილებელია დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობის ადრეული დაწყება.

allmedic