კრუპი
კრუპი
allmedic
კრუპი
კრუპი

კრუპი ბავშვთა ასაკში (განსაკუთრებით 3 წლამდე) გავრცელებული ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სუნთქვის გაძნელება და მყეფავი ხველა.

კრუპის გამომწვევს ვირუსული ინფექცია, ყველაზე ხშირად კი პარაგრიპის ვირუსი წარმოადგენს.

კრუპი იწყება ჩვეულებრივი გაციების მსგავსი სიმპტომებით, შემდეგ კი ვლინდება მისთვის სახასიათო მყეფავი ხველა. ხველა განსაკუთრებით ძლიერდება ღამის საათებში. შეიძლება დაერთოს სიცხე, ხმის ჩახლეჩა და ხმაურიანი სუნთქვა.  

სიმპტომების ხანგრძლივობა 3-დან 5 დღემდე გასტანს ხოლმე.

ზოგჯერ ბავშვის მდგომარეობის სიმძიმე მშობელს აიძულებს გამოიძახოს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება ან მიმართოს საავადმყოფოს, განსაკუთრებით ღამის საათებში.

ექიმი დიაგნოზს სვამს ბავშვზე დაკვირვებით, ფილტვების მოსმენით, ყელის დათვალიერებით. ზოგჯერ შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევის მეთოდები სხვა დაავადებების გამოსარიცხად.

კრუპის შემთხვევების უდიდესი ნაწილის მკურნალობა სახლის პირობებშია შესაძლებელი და არ საჭიროებს საავადმყოფოში მოთავსებას. თუ სიმპტომები არ შემცირდა სამიდან ხუთი დღის განმავლობაში ან ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა, მაშინ ექიმი სავარაუდოდ დანიშნავს სტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.

განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, საჭირო შეიძლება გახდეს ბავშვის ჰოსპიტალში მოთავსება და ძალიან იშვიათ შემთხვევაში, მისი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა.

მნიშვნელოვანია ხველების ეპიზოდებში ბავშვთან ერთდ სიმშვიდის შენარჩუნება და წყნარი გარემოს შექმნა, მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესების თავიდან ასარიდებლად. 

allmedic