
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ფლტვების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების გამავლობის შემცირებას.
განვითარებულ ქვეყნებში დაავადების ძირითადი გამომწვევი თამბაქოს მოხმარებაა. განვითარებად ქვეყნებში თამბაქოს ემატება მანქანებისა თუ საწარმოების მიერ დაბინძურებული ჰაერი.
ფქოდ-ის სიმტპტომები გამოვლინდება მხოლოდ ფილტვის ქსოვილის მნიშვნელოვანი ნაწილის დაზიანების შემდეგ. დაავადებისთვის დამახასიათებელია:
ფქოდ-ითვის დამახასიათებელია დაავადების გამწვავების პერიოდები, რომელიც გასტანს რამდენიმე დღეს.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დიაგნოსტირებისათვის საჭიროა კომპლექსური კვლევების ჩატარება, რომელთა რიცხვშია:
დაავადების კომპლექსურობიდან გამომდინარე, მკურნალობაც მრავლისმომცველია. უპირველეს ყოვლისა უნდა შეწყდეს თამბაქოს მოხმარება, რათა შემცირდეს თავად საჰაერო გზების მუდმივი დაბუნძურება და გაღიზიანება.
მედიკამენტოზური მკურნალობა გულისხმობს: სასუნთქი გზების გამაფართოებელი საშუალებების გამოყენებას; ანთების შესამცირებლად საჭიროა გამოყენებული იქნას სტეროიდები (ჰორმონი), როგორც საინექციო, საინჰალაციო, ასევე ორალური სახის.
ბაქტერიული ინფექციის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკები.
მედიკამენტების გარდა ტარდება სხვადასხვა მეთოდები, როგორებიცაა ფილტვების ჟანგბადით თერაპია და ფილტვების აღდგენითი თერაპია.
შორსწასულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა:
თუკი ფილტვები ძლიერ დაზაინებულია, მაშინ მიმართავენ ფილტვის ტრანსპლანტაციას.