კონტრაცეფცია
კონტრაცეფცია
allmedic
კონტრაცეფცია
კონტრაცეფცია

არასასურველი ორსულობისაგან თავდაცვის მრავალი საშუალება არსებობს დაწყებული ოჯახის ბუნებრივი დაგეგმარებიდან, დამთავრებული  ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით და სტერილიზაციით. არჩევანის გაკეთებისას გაითვალისწინეთ თქვენი ცხოვრების სტილი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეთოდის კომფორტულობა, გსურთ მუდმივი თუ მხოლოდ დროებითი კონტრაცეფცია და ა.შ.

კონტრაცეფციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, რომელთაც გააჩნიათ თავისი დადებითი მხარეები და რისკები, ამიტომ მისი შერჩევა აუცილებლად სპეციალისტის დახმარებით უნდა მოხდეს.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ აპირებთ დაფეხმძიმებას ოდესმე, მაგრამ არა დღეს და ახლო მომავალში, მაშინ გრძელვადიანი, მაგრამ შექცევადი კონტრაცეფცია ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ.  მას მიეკუთვნება:

  • საშვილოსნოსშიდა სხვდასხვა მოწყობილობები
  • კონტრაცეპტივის იმპლანტები
  • კონტრაცეპტივის ინექციები

ამ სახის კონტრაცეფცია ძალიან მარტივი გამოსაყენებელია და მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. მხოლოდ საჭიროა მიმართოთ ექიმს, რომელიც შეგირჩევთ მათ, ხოლო როდესაც გადაწყვეტთ დაორსულებას კვლავ მიმართოთ მის ამოსაღებად.

ზემოთ ხსენებული ბევრი საშუალების გარდა არსებობს ე.წ. ერთჯერადი მექნიკური თავდაცვის საშუალებები, როგორებიცაა პრეზერვატივები, ქალის ან მამაკაცის. პრეზერვატივი გარდა არსასურველი ორსულობის თავიდან არიდებისა დაგიცავთ სქესობრივად გადამდები დაავადებებისაგან. 

allmedic