ყაბზობა (შეკრულობა)
ყაბზობა (შეკრულობა)
allmedic
ყაბზობა (შეკრულობა)
ყაბზობა (შეკრულობა)

ქრონიკული ყაბზობა ეწოდება არარეგულარულ ან/და გართულებულ კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, რომელიც რამდენიმე კვირა ან უფრო მეტ ხანს გასტანს.

მსხვილ ან/და სწორ ნაწლავში მონელებული საკვების გადაადგილების შეფერხება (შეკრულობა) მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული:

  • სხვდასხვა სახის დაბრკოლებები ნაწლავებში, მაგ. სიმსივნე
  • ნერვული მომარაგების დარღვევა
  • ნაწლავების მუსკულატურასთან დაკავშირებული პრობლემები
  • დარღვეული ჰორმონული ბალანსი: დიაბეტი, ორსულობა, ფარისებრის ფუნქციის დარღვევა

 

ქრონიკული შეკრულობისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • სამზე ნაკლები კუჭის მოქმედება კვირის განმავლობაში
  • გამაგრებული განავალი
  • დაძაბულობა მოქმედებისას
  • გარკვეული დაბრკოლების შეგრძნება კუჭის მოქმედებისას, რომელიც ხელს უშლის სრულ დაცლას
  • ბოლომდე დაუცლელობის შეგრძნება
  • სხვადასხვა მექანიკური დამხმარი საშუალებების გამოყენება განავლისაგან ბოლომდე გასათავისუფლებლად

შეკრულობა ითვლება ქრონიკულად, თუკი ამ სიმპტომებიდან ორი ან მეტი მაინც აღინიშნებოდა ბოლო სამი თვის განვალობაში.

დიაგნოზის დასმა ხდება შემდეგი კვლევებით:

  • სიგმოიდოსკოპია
  • კოლონოსკოპია
  • განავლის კვლევა
  • მსხვილი და სწორი ნაწლავის რენტგენოლოგიური კვლევა დეფეკაციისას

ქრონიკული შეკრულობის მკურნალობა იწყება კვების რეჟიმისა და ცხოვრების წესის შეცვლით: ყოველდღიურად უნდა მიიღოთ უჯრედისით მდიდარი (ხილი, ბოსტნეული) საკვები და ივარჯიშოთ ფიზიკურად.

მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს საფაღარათო საშუალებებს. იშვიათად შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

allmedic