კონიუქტივიტი
კონიუქტივიტი
allmedic
კონიუქტივიტი
კონიუქტივიტი

კონიუქტივიტი ქუთუთოების შიგნითა ზედაპირისა და თვალის კაკლის თეთრი ნაწილის მფარავი გარსის - კონიუქტივის ანთებაა.

 

კონიუნქტივიტის გამომწვევებია:

  • ვირუსი
  • ბაქტერია
  • ალერგია
  • თვალში მოხვედრილი ქიმიური ნივთიერება
  • თვალში მოხვედრილი უცხო სხეული.

 

ვირუსული და ბაქტერიული კონიუქტივიტი გადამდებია დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის გზით.

 

კონიუქტივიტი ერთ ან ორივე თვალში შეიძლება განვითარდეს და შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:

  • სიწითლე
  • ქავილი
  • ცრემლდენა
  • გამონადენი, რომელიც ქუთუთოების შეწებებას იწვევს და დილით თვალის გახელას აძნელებს.

 

დიაგნოზი სიმპტომების საფუძვლეზე ისმება. ზოგჯერ საჭირო ხდება თვალიდან ნაცხის აღება გამოსაკვლევად, თუკი:

  • კონიუნქტივიტი მძიმედ მიმდინარეობს
  • დაზიანებულია რქოვანა გარსიც (გუგის და თვალის ფერადი ნაწილის მფარავი გარსი)
  • განმეორებითი კონიუნქტივიტი, რომელიც მკურნალობაზე არ რეაგირებს.

 

მკურნალობა თვალში ადგილობრივად ჩასაწვეთებელი/წასასმელი და დასალევი მედიკამენტებით ტარდება. კონიუნქტივიტის უკუგანვითარებამდე კონტაქტური ლინზების გამოყენება უკუნაჩვენებია.

allmedic