
მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე საჭმლის მომნელებელი სისტემის ბოლო ნაწილის ავთვისებიანი გადაგვარებაა. მასთან ერთად განიხილება ასევე სწორი ნაწლავის (რექტალური, უკანა ტანი) სიმსივნე.
ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბებას ძალიან ხშირად წინ უსწრებს მსხვილ ნაწლავში არასიმსივნური, კეთილთვისებიანი უჯრედების ე.წ. პოლიპების ზრდა. სწორედ მათი ნაწილი გარდაიქმნება ავთვისებიანად დროთა განმავლობაში.
პოლიპის არსებობა ადამიანისათვის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ვლინდება სიმპტომურად. ამიტომ რეკომენდირებულია რეგულარული კონტროლი (სპეციალისტთან პროფილაქტიკური ვიზიტი), რომ არ მოხდეს პოლიპების სიმსივნეში გადაზრდა.
დაავადების ზუსტი განმაპირობებელი მიზეზი დღემდე კარგად არ არის ცნობილი, მაგრამ ერთი ნათელია - სიმსივნე ყალიბდება ნორმალური უჯრედების ზრდის დარღვევის შედეგად.
მსხვილი ნაწლავის სიმსივნესთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომებია:
დაავადების საწყის სტადიაზე ადამიანთა უმრავლესობას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. ზოგადად სიმპტომების გამოვლენის ხარისხი დამოკიდებულია სიმსივნის ზომაზე და მის მდებარეობაზე მსხვილ ნაწლავში.
დიაგნოზის დასმა ხდება შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევების მეშვეობით:
სწორი ნაწლავის სიმსივნის მკურნალობა ისევე როგორც ყველა სხვა სიმსვინისა, დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე და მოიცავს ქიმიოთერაპიას, ქირურგიულ ჩარევას და სხივურ (რადიაციულ) თერაპიას ან ყველა მათგანის კომბინაციას.