ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ)/შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი)
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ)/შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი)
allmedic
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ)/შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი)
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ)/შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი)

შიდსი ქრონიკული, სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა, გამოწვეული ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით. აივ აზიანებს რა ადამიანის იმუნურ სისტემას, აქვეითებს მას და ართმევს ორგანიზმს უნარს ებრძოლოს დაავადების გამომწვევს.

აივ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა. თუმცა, მისი გადაცემა შესაძლებელია სისხლის გადასხმის გზით, დაინფიცირებული სამედიცინო ინსტრუმენტებითა და ნემსებით, დედიდან შვილზე ორსულობისას, მშობიარობისას და ძუძუთი კვებისას.

ხშირად წლები გადის დაინფიცირებიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე.  

აივ/შიდსის სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების განვითარების ეტაპებზე.

პირველი ფაზა:

პირველადი ინფექცია - დაინფიცირებიდან 1-2 თვეში ადამიანს აღენიშნება გაციების მაგვარი სიმპტომები, რომელიც ვლინდება მსუბუქი ფორმით და რამდენიმე კვირაში თავისით გაივლის. ესენია: ცხელება, თავის, ყელის, სახსრების, კუნთების ტკივილი, გამონაყარი, ქავილი, წყლულები პირის ღრუსა და სასქესო ორგანოებზე, ლიმფური კვანძების შეშუპება, განსაკუთრებით კისრის მიდამოში, ღამის ოფლიანობა და ფაღარათი.

მეორე ფაზა:

ლატენტური ფაზა - საშალოდ 8-10 წელი გრძელდება. ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს მხოლოდ გადიდებული ლიმფური კვანძები, სხვა მხრივ დაავადების ეს ეტაპი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

მესამე ფაზა:

ადრეული, სიმპტომური აივ ინფექცია - ცხელება, დაღლილობა, გადიდებული ლიმფური კვანძები, დიარეა, წონაში კლება, ხველა, ჰაერის უკმარისობა.

მეოთხე ფაზა:

შიდსი - თუ ზემოთ აღწერილი პერიოდის მანძილზე არ მოხდა დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობის დაწყება, დაინფიცირებიდან დაახლოებით 10 წლის შემდეგ ვლინდება შემდეგი სიმპტომები: ძლიერი ოფლიანობა, გახანგრძლივებული ცხელება (380C) რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ქრონიკული ფაღარათი, პირის ღრუსა და ენაზე უცნაური სახის ლაქები და დაზიანებები, თავის ტკივილი, მუდმივი და აუხსნელი ძლიერი საერთო სისუსტე, წონის კლება, მხედველობის გაუარესება, კანზე გამონაყარი.

ჯერ-ჯერობით დაავადების განკურნება შეუძლებელია, თუმცა ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადების პროგრესირების შეფერხებას და ამცირებს სიკვდილობას.

allmedic