მენჯის ღრუს ქრონიკული ტკივილი ეწოდება ტკივილს, რომელიც გრძელდება 6 თვეს ან მეტს. იგი შეიძლება მრავალმა მიზეზმა გამოიწვიოს, მათ შორის ძირითადია:
რეპროდუქციულ სისტემასთან დაკვაშირებული პრობლემები
- ენდომეტრიოზი, როდესაც საშვილოსნოს ქსოვილი მის გარეთ იწყებს ზრდას
- ადენომიოზი, როდესაც საშვილოსნოს ამომფენი ლორწოვანი გარსი ჩაიზრდება მის კუნთოვან შრეში
- საშვილოსნოს ფიბროიდები (არაავთვისებიანი წარმონაქმნები)
- შეხორცებები ან ნაიარევები, რომლებიც ინფექციის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ გაჩნდა.
ასევე, საშარდე ან საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
- შარდის ბუშტის ანთება
დამახასიათებელი სიმპტომებია:
- მუდმივი და ძლიერი ტკივილი
- დროგამოშვებით ტკივილი
- მჭრელი ან სპაზმური ტკივილი
- ზეწოლის ან სიმძიმის შეგრძნება მენჯის ღრუში
- მტკივნეული სქესობრივი კავშირი
- ტკივილი შარდვისას ან კუჭის მოქმედებისას
დიაგნოზის დასმა ხდება პაციენტის ჩივილების გამოკითხვის, გასინჯვის და სხვადასხვა კვლევებით, რომლებიც გამოავლენენ ტკივილის გამომწვევ მიზეზს.
მკურნალობა მიმართულია გამომწვევის წინააღმდეგ და ტკივილის შემსუბუქებისაკენ.