ქოლერა
ქოლერა
allmedic
ქოლერა
ქოლერა

ქოლერა ბაქტერიული ინფექციურია. მას იწვევს ქოლერის ვიბრიონი, რომელიც გვხვდება დაბინძურებულ სასმელ წყალსა და საკვებში. დაავადებას ახასიათებს უმძიმესი ხარისხის დიარეა, რომლის შეიძლება გახდეს მძიმე გაუწყლოებისა და სიკვდილის მიზეზი.

დაინფიცირების შესაძლო წყაროებს წარმოადგენს:

  • დაბინძურებული სასმელი წყალი, მასში გარეცხილი საკვები ან მისგან დამზადებული ყინული
  • გარე ვაჭრობა (ქუჩაში ნაყიდი საკვები და სასმელი)
  • დაბინძურებული, მათ შორის ფეკალიებით, წყლით მოყვანილი ბოსტნეული
  • უმი ან არასკმარისად მომზადებული ზღვის პროდუქტები დაბინძურებული წყლიდან

ქოლერისთვის დამახასიათებელია დიარეა, გულისრევა და ღებინება, გაუწყლოება.

თავად გაუწყლოების სიმპტომებია:

  • გახშირებული გულისცემა
  • კანის ელასტიურობის დაკარგვა
  • ლორწოვანის გამოშრობა
  • დაბალი წნევა

მკურნალობის გარეშე გაუწყლოება იწვევს შოკსა და შემდეგ სიკვდილს.

დიაგნოზის დასმა ხდება განავალში ქოლერის ვიბრიონის აღმოჩენით და სიმპტომებზე დაკვირვებით.

მკურნალობა გულისხმობს გაუწყლოების აღმოფხვრას - ელექტროლიტების შემცველი ხსნარების დალევა ან გადასხმა ინტრავენურად და ანტიბიოტიკოთერაპიას.

სარისკო სიტუაციებში ქოლერით დაინფიცირების თავიდან აცილებისათვის აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა: ხელების დაბანა საპნით და გამდინარე, სუფთა წყლით ხშირ-ხშირად; დასალევად, ყინულის დასამზადებლად ან საკვების გასარეცხად გადადუღებული ან ბოთლის წყლის გამოყენება. ასევე საჭიროა თავი აარიდოთ გაუფრცქვნელ ხილსა და ბოსტნეულს და არაპასტერიზირებულ რძესა და რძის პროდუქტებს.

allmedic