
ქლამიდიოზი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა. მისი გამომწვევი ბაქტერია ქლამიდიაა. შესაძლებელია დაავადების გადადება მშობიარობის დროს დედიდან შვილზე.
დაავადება ძირითადად ასიმპტომატურად მიმდინარეობს, მაგრამ როდესაც სიმპტომები ვლინდება ისინი შემდეგნაირად გამოიყურება:
ქალებში:
კაცებში:
დიაგნოზის დასმა ხდება ქალებში საშვილოსნოს ყელიდან, ხოლო მამაკაცებში სასქესო ორგანოდან ნაცხის აღებითა და შარდის ბაქტერიული ანალიზის საშუალებით.
ქლამიდიოზის მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკების საშუალებით. მკურნალობას იტარებს როგორც დაავადებული ადამიანი, ასევე მისი სექსუალური პარტნიორი, მიუხედავად იმისა, აღენიშნება თუ არა დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.