
ბავშვის განვითარების სტადიები თეორიულად ასახავს ბავშვის დაახლოებით განვითარებას ასაკთან შესაბამისობაში და ქმნის სავარაუდო წარმოდგენას, თუ რა შეიძლება იყოს „ნორმალური“ ამა თუ იმ განვითარების პერიოდისათვის. მისი შეფასება ხდება რამდენიმე მიმართულებით: მოტორიკა ანუ მოძრაობის განვითარება, მეტყველება, მხედველობა, სმენა და სოციალური მხარე.
განვითარების ნიშნულები |
||||
ასაკი |
მოტორიკა |
მეტყველება |
მხედველობა და სმენა |
სოციალური |
1–1.5 თვე |
ხელში აყვანისას იჭერს თავს |
ღუღუნებს მშობლებთან და ნაცნობებთან |
ფოკუსირდება მშობლებზე |
|
1.6–2 თვე |
დაწოლილზე ეყრდნობა ხელებს; ბრუნდება ერთი მხრიდან მეორეზე |
ღუღუნებს |
ფოკუსირდება ადამიანებსა და სხვადასხვა საგნებზე |
|
2.1–4.5 თვე |
ბრუნდება მუცლიდან გვერდზე ეყრდნობა იდაყვებს, იკავებს თავს გარკვეული დროით, ჯდება დახმარებით |
|
თვალს აყოლებს ხელის მოძრაობას და არჩევს ფერებს |
იწყება მხედველბითი განვითარება |
3 თვე |
თავს იმაგრებს მყარად და დიდი ხნის განმავლობაში; ჯერ არაა ჩაჭიდების რეფლექსი ჩამოყალიბებული |
გამოთქვამს ხმოვნებს |
თვალს აყოლებს სათამაშოს. თავს ატრიალებს ხმაურზე. თვალს აყოლებს უფროსების ქმედებებს |
გამოსცემს სიამოვნების გამომხატველ ბგერებს. არჩევს ღიმილს. თავად იცინის ხშირად მარტივ პრიმიტიულ ქმედებეზე. იწევს სხვადასხვა საგნებისაკენ. |
5 თვე |
თავი მყარად უჭირავს, იწევს და იღებს საგნებს, მიაქვს საგნები პირისაკენ |
სიამოვნებს ხმოვანი თამაშები |
არჩევს ფერებს. უსადაგებს ხელის ფორმას სათამაშოს ფორმას, იქამდე სანამ აიღებს მას |
|
6 თვე |
გადააქვს საგნები ხელიდან ხელში. იწევს დასაჯდომად და ჯდება დახმარებით. ბრუნდება მუცლიდან ზურგზე. აყოლებს თვალს საგნების მოძრაობას |
ამბობს ორმარცვლიან სიტვებს. |
ზუსტად აფიქსირებს ხმებს და მათ მდებარეობას 45 სმ-ს რადიუსზე, ზრდასრულის მსგავსად. |
შესაძლოა გამოავლინოს უცხოებისადმი შფოთვა |
9–10 თვე |
დახოხავს და დაბობღავს, ზის დაუხმარებლად, ასრულებს ზუსტ მოძრაობებს ხელებით |
ღუღუნებს ტონალობებით |
უყურებს სათამაშოს დაცემისას |
უნდობლადაა განწყობილი უცხოებისადმი |
1 წელი |
დგას ავეჯის დახმარებით, დაუხმარებლად ძლებს რამდენიმე წამს და მერე ვარდება |
იმეორებს რამდენიმე სიტყვას |
აგდებს სათამაშოებს და უყურებს რა მოსდით მათ |
ეხმარება ჩაცმისას, არჩევს მარტივ მითითებებს, ხელს უქნევს დამშვიდობებისას |
ასაკი |
საშუალო სიგრძე/სიმაღლე |
სიგრძეში ზრდა |
საშუალო წონა |
წონის მატება |
სუნთქვის სიხშირე |
1–4 თვე |
50–70 სმ |
2.5 სმ თვეში |
4–8 კგ |
100–200 გ კვირაში |
30-დან 40-მდე |
4–8 თვე |
70–75 სმ |
1.3 სმ თვეში |
დაბადების წონის გაორმაგება |
500 გ თვეში |
25-დან 50-მდე |
8–12 თვე |
დაახლოებით დაბადების სიგრძის 150% |
9.6 კგ დაახლოებით გასამმაგებული დაბადების წონა |
500 გ თვესი |
20-დან 45-მდე |
ფიზიკური განვითარება
მოტორული განვითარება
ფიზიკური
მოტორული განვითარება
ფიზიკური
მოტორული განივთარება