ჩუტყვავილა
ჩუტყვავილა
allmedic
ჩუტყვავილა
ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომელიც ხასიათდება კანსა და ლორწოვანზე  სპეციფიური გამონაყარითა და ქავილის შეგრძნებით. დაავადებას იწვევს ჰერპესვირუსი. სიმპტომების გამოვლენა იწყება დაინფიცირებიდან 7-21 დღის განმავლობაში და გრძელდება საშუალოდ 5-10 დღის მანძილზე.

ჩუტყვავილას გამონაყრისათვის დამახასიათებელია სამი ფაზის გავლა:

  • კანზე მოწითალო-მოვარდისფრო გამონაყარი
  • სითხით სავსე ბუშტუკად გარდაქმნა
  • ბუშტის გასკდომა და ფუფხის წარმოქმნა

კანზე ერთდროულად სამივე ფაზის გამონაყარი შეიძლება აღინიშნებოდეს. დაავადება ხასიათდება მაღალი კონტაგიოზურებით (გადადების უნარით). პაციენტი გადამდებია სანამ კანზე ყველა ფაზის ელემენტი არ დაიფარება ფუფხით (ქერქით) და აიქერცლება. გარდა გამონაყრისა თან ახლავს ცხელება, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი და საერთო სისუსტე.

ჩუტყვავილა საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს ბავშვებში, მაგრამ არა ზრდასრულებში.

დიაგნოსტირება ხდება გამონაყარი ელემენტების დათვალიერებითა და ავადმყოფობის ისტორიის მიხედვით.

ჩუტყვავილა მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა სიმპტომატურად ქავილის შესამცირებლად შეიძლება დაინიშნოს ანტიჰისტამინური პრეპარატი. 

allmedic