საშვილოსნოს ყელის დისპლაზია
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია
allmedic
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია კიბოს წინა მდგომარეობაა. დაავადება ვითარდება საშვილოსნოს ყელის უჯრედების პათოლოგიური გამრავლებისა და ყელში ჩაზრდის შედეგად. იგი მჭიდრო კავშირშია სქესობრივად გადამდებ დაავადებებთან, განსაკუთრებით კი ადამიანის პაპილომა ვირუსთან და ყველაზე ხშირია 30 წელზე ნაკლები ასაკის ქალბატონებში, თუმცა მისი განვითარების რისკი ნებისმიერ ასაკში არსებობს.

დაავადების გამომწვევ მიზეზად ადამიანის პაპილომავირუსი ითვლება, რომლის გადაცემაც უმეტესად სქესობრივი კავშირით ხდება, თუმცა შესაძლებელია კანით კანთან პირდაპირი შეხებითაც გადაცემა.

როგორც წესი საშვილოსნოს ყელის დისპლაზია უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით აღმოჩნდება ხოლმე რუტინული კვლევების ჩატარებისას.

დიაგნოზის დასაზუსტებლად კეთდება პაპ ტესტი (იხ. საშვილოსნოს ყელის კიბო), ხოლო შემდგომი ქმედებების და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის დამატებით კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის დათვალიერება), ბიოფსიას და სხვა სპეციფიურ მეთოდებს მიმართავენ.

მკურნალობის ტაქტიკა უმთავრესად დამოკიდებულია დისპლაზიის ხარისხსა და  პაციენტის ასაკზე. გარდა მძიმე ხარისხის დაზიანებისა, საშვილოსნოს ყელის დისპლაზია მკურნალობას არ საჭიროებს. რთულ შემთხვევებში კი მიმართავენ კრიოქირურგიას (მოყინვა),  ლაზერულ ქირურგიას, ელექტროკათეტერიზაციას და სხვ.

ყველა ეს პროცედურა დაკავშირებულია ისეთ მძიმე გართულებებთან, როგორებიცაა სისხლდენები და ფეხმძიმობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ საჭიროა თითოეული პაციენტი გაეცნოს ყველა არსებულ რისკს. პროცედურის შემდეგ აუცილებელია მუდმივად კონტორლი, კერძოდ ყოველ 6-12 თვეში პაპ ტესტირება და დნმ ტესტრიება პაპილომა ვირუსის არსებობის დასადგენად.

allmedic