ცელიაკია
ცელიაკია
allmedic
ცელიაკია
ცელიაკია

ცელიაკია ეს არის დაავადება, რომელიც უკავშირდება ხორბლის, ქერის, შვრიის და შესაბამისად მათგან ნაწარმოები საკვების შემადგენლობაში შემავალი ცილა გლუტეინის აუტანლობას და შეწოვის შეფერხებას წვრილ ნაწლავში.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, ცნობილია რომ :

  • გარკვეული გენები ზრდის მისი ჩამოყალიბების რისკს.
  • ინფექციებმა შესაძლოა შეცვალონ წვრილი ნაწლავის ბუნებრივი გარემო და ხელი შეუწყონ დაავადების ჩამოყალიბებას, შესაბამის გენების მატარებელ ადამიანებში.

კლასიკურ შემთხვევაში დაავადებისთვის დამახასიათებელია დიარეა (ფაღარათი) -  განსხვავებული ფერის, სუნის და კონსისტენციის მქონე განავალი და წონაში კლება. დაავადების მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში ვლინდება რკინადეფიციტური ანემია, ძვლოვანი სისტემის გამოფიტვა, ნერვული სისტემის მხრივი დარღვევები (კონცენტრაციისა, მეხსიერების, დასწავლის პრობლემები, დეპრესია და აღგზნებადობა ბავშვებში).

დაავადების დიაგნოსტიკისათვის საჭიროა:

  • პაციენტის ჩივილების გამოკვლევა
  • სისხლის სპეციფიური ანალიზი (გლუტეინის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა)
  • წვრილი ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევა

დაავადების მკურნალობის ერთადერთი საშუალებაა კვების რაციონიდან გლუტეინის შემცველი საკვების ამოღება. ასევე რეკომენდებულია ვიტამინების, რკინის, კალციუმის დამატება საკვებში.

allmedic