კატარაქტა
კატარაქტა
allmedic
კატარაქტა
კატარაქტა

კატარაქტა თვალის ბროლის შემღვრევის შედეგად განვითარებული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია მხედველობის დაბინდვა, რაც ხელს უშლის ადამიანს კითხვაში, საგნების გარჩევაში, მანქანის ტარებაში და ა.შ. კატარაქტა ნელა პროგრესირებს, ამიტომ საწყის სტადიაზე მხედველობის დაქვეითება არ ხდება, თუმცა დროთა განმავლობაში დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სრული სიბრმავე.

კატარაქტა ძირითადად ხანდაზმულ ასაკში ვლინდება და მის განვითარებას ხელს მემკვიდრულ წინასწარ განწყობასთან ერთად ხელს უწყობს დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, თვალის სხვადასხვა დაავადებები ან ტრავმა და ა.შ.

კატარაქტის სიმპტომატიკა შემდეგნაირია:

  • მხედველობა დაბინდული, ამღვრეული ან არამკვეთრია
  • ღამით ხედვის გაძნელება
  • მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე
  • ფერების აღქმის დარღვევა
  • საგნების გაორებულად აღქმა
  • სათვალის პარამეტრების უეაცარი ცვლილება

დიაგნოზის დასმა ხდება მხედველობის შემოწმების გზით - პაციენტს სთხოვენ წაიკითხოს გამოსახულებაზე აღბეჭდილი ფიგურები, ასევე სინათლის სპეციალური წყაროს მეშვეობით და გუგების გაფართოებით ამოწმებენ თვალის სხვადასხვა სტრუქტურების მდგომარეობას.

კატარაქტის მკურნალობის ერთადერთი ეფექტური გზა ქირურგიული ჩარევაა.

allmedic