სტომატიტი
სტომატიტი
allmedic
სტომატიტი
სტომატიტი

სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანზე განვითარებული მოთეთრო-მოყვითალო ფერის, წითელი არშიის მქონე, მცირე ზომის წყლულოვანი წარმონაქმნია. იგი არ არის გადამდები.

ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ  ვარაუდობენ, რომ მის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

  • სტრესი
  • სტომატოლოგიური პროცედურები
  • არასწორად მორგებული ბრეკეტები
  • საკვები - შოკოლადი, ყავა, კვერცხი, ციტრუსები, თხილეული და სხვ.
  • იმუნური სისტემის პრობლემები
  •  B-12 ვიტამინის ნაკლებობა, ფოლიუმის მჟავის ან რკინის დეფიციტი
  • კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებები.

სტომატიტისათვის დამახასიათებელია ხახის, სასის, ღრძილების ან ენის ზედაპირებზე მტკივნეული წყლულის წარმოქმნა, ხოლო წყლულის გაჩენამდე წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს ცხელება, საერთო სისუსტე და ლიმფური კვანძების შეშუპება.

სტომატიტის მიერ გამოწვეული ტკივილის შეგრძნება მცირდება რამდენიმე დღეში, სრული განკურნება ხდება ჩარევის გარეშე ერთი-ორი კვირის თავზე. გართულებული შემთხვევების მკურნალობისათვის შესაძლოა გამოიყენოთ სავლები ხსნარები, გელები, კრემები ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისაწინააღმდეგო ან სხვ. მოქმედების უნარით.

allmedic