
სიმსივნე ორგანიზმში პათოლოგიური უჯრედების წარმოქმნის და მათი უკონტროლო გამრავლების გამო ვითარდება. მიზეზი, როგორც მეცნიერები თვლიან უჯრედის დონეზე განვითარებული მუტაციაა. სიმსივნური უჯრედები აღწევენ რა სხვადასხვა ორგანოების ჯანმრთელ უჯრედებში აზიანებენ მათ. სიმსივნისათვის დამახასიათებელი სიმპტომები მრავალფეროვანია და იცვლება სიმსივნის ტიპის, სტადიის და ავთვისებიანობის მიხედევით. დიაგნოსტიკა ხდება რადიოლოგიური კვლევების და ბიოფსიის მეშვეობით. მკურნალობის სხვადასხვა სქემა არსებობს გამომდინარე თავად სიმსივნის ტიპიდან და შეიძლება მოიცავდეს ქიმიოთერაპიას, რადიაციულ თერაპიას, ჰორმონოთერაპიას, იმუნოთერაპიას, ქირურგიულ ჩარევას და სხვ.