ბურსიტი
ბურსიტი
allmedic
ბურსიტი
ბურსიტი

ბურსიტი სახსრის ამომფენი სითხით სავსე ტომსიკის - ბურსის ანთებაა.

ბურსიტის გამომწვევი მიზეზი განმეორებადი მოქმედებები, ტრავმა ან ისეთი პოზებია, რომელიც აღიზიანებს სახსარს. ძირითადად დაავადებას ახასიათებს მხრის, იდაყვისა და ბარძაყის სახსრების დაზიანება.

დამახასიათებელი სიმპტომებია: ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას, სიწითლე და შეშუპება სახსრის არეში.

ბურსიტის განვითარების რისკ-ფაქტორებია:

  • ხანდაზმული ასაკი
  • ისეთი პროფესია ან ჰობი, რომელიც მოითხოვს განმეორებით მოძრაობებს ან სახსარზე ზეწოლას.
  • სხვადასხვა სისტემური დაავადებები, მაგ. რევმატოიდული ართრიტი

დიაგნოზის დასმა ხდება პაციენტის ჩივილების გამოკითხვით და სხვადასხვა კვლევის მეთოდებით, მათ შორის რენტგენოგრაფიით.

მკურნალობა გულისხმობს:

  • ისეთი მოძრაობებისთვის თავის არიდებას, რომელიც აძლიერებს ტკივილს და მტკივნეული სახსრის დასვენებას.
  • დაზიანების მომენტში დაზიანებული ადგილის ყინულით გაციებას.
  • ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას.
  • გართულებულ შემთხვევებში ანტიბიოტიკოთერაპიას, ფიზიოთერაპიას და ქირურგიულ ჩარევასაც კი.
allmedic