
ადენოიდები პირისა და ცხვირის ღრუს უკანა ნაწილში ლოკალიზებული ქსოვილოვანი მასაა, რომელიც ნუშისებრ ჯირკვლებთან (ე.წ. გლანდები) ერთად მიკრობების შეჭრისაგან იცავს ორგანიზმს. თუმცა, ზოგჯერ თავად ისინიც ინფიცირდებიან და ყალიბდება მათი ანთება - ადენოიდიტი, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მცირე ასაკის ბავშვებში. ასაკის მატებასთან ერთად ადენოიდები ზომაში მცირდებიან და დაახლოებით 10 წლისათვის საერთოდ ქრებიან.
ადენოიდიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
ადენოიდიტის მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით, თუმცა მისი უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ ადენოიდების ქირურგიული გზით ამოკვეთას (ადენოიდექტომია).