კანქვეშა სისხლჩაქცევა
კანქვეშა სისხლჩაქცევა
allmedic
კანქვეშა სისხლჩაქცევა
კანქვეშა სისხლჩაქცევა

კანქვეშა სისხლჩაქცევა ვითარდება კანზე ზეწოლის ან დარტყმისას, რის შედეგადაც ირღვევა მცირე ზომის კანქვეშა სისხლძარღვების მთლიანობა, სისხლი ჟონავს ირგვლივმდებარე ქსოვილებში და კანი იღებს მოლურჯო შეფერილობას.

მათ გაქრობას საშუალოდ 2- 4 კვირა სჭირდება. სილურჯე თანდათან იცვლის ფერს და გადადის მოშავო ელფერიდან მოყვითალოში, საბოლოოდ კი სულ ქრება.

ჩალრუჯებული ადგილი ხშირ შემთხვევაში არ წარმოადგენს სერიოზულ დაზიანებას და თავისთავად ალაგდება, მაგრამ თუ თან ახლავს შეშუპება და ხანგრძლივი ტკივილი, ეს შეიძლება მიანიშნებდეს მოტეხილობაზე ან დაჭიმულობაზე. ამასთანავე, კანქვეშა სისხლჩაქცევა შეიძლება წარმოადგენდეს ისეთი მძიმე დაავადებების ერთ-ერთ გამოვლინებას, როგორიცაა სეფსისი, ციროზი, სისხლმბადი სისტემის სხვადასხვა დაავადებები.

მკურნალობა სახლის პირობებში გულისხმობს:

  • კიდურის დაზიანების შემთხვევაში მის მოსვენებულ და მაღლა აწეულ მდგომარეობაში მოთავსებას
  • ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად ყინულის დადებას 10-20 წუთის განმავლობაში დაზიანებიდან პირველ 24 საათში, ხოლო 48 საათის განმავლობაში მაღალი ტემპერატურის (ცხელი წყალი, ორთქლი და ა.შ.) თავიდან აცილებას.

თუ სისხლჩაქცევა 2 კვირაზე მეტ ხანს რჩება, ასევე დამატებით ვითარდება ახალი დაზიანებები აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

allmedic